მათიას ზამერი: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უკანონობას სჩადის

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ დამოკიდებულება გააკრიტიკა.

მისი თქმით ხავი მარტინესი ნაკრებიდან "ბაიერნში" ძალიან დაღლილი ჩამოვიდა.

"ბაერნის" ფეხბურთელების ნაკრებში წასვლა კლუბისთვის ნამდვილი გასაჭირი გახდა. განსაკუთრებით კი ეს ესპანელებს ეხებათ. ხავი მარტინესი ნაკრებიდან ძალიან დაღლილი ჩამოვიდა. ესპანეთში კარგად იციან, რომ ახლა სეზონის სტარტია, ხოლო ნაკრებებმა ამხანაგურები ჩაატარეს. მიუხედავად ეკვადორში განგრძლივი გადაფრენისა, მარტინესმა მთელი 90 წუთი ითამაშა.

ჩემს კოლეგებს პატივს ვცემ, მაგრამ ასეთი მიდგომა დაუშვებელია. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია რაღაც უკანონობას სჩადის.

სხვა სიტყვას აქ ვერ
გამოვიყენებ. აი მაგალითად, ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახების თაობაზე ბოლო მომენტში გვეუბნებიან. კარგი, ეს გასაგებია, მაგრამ ზუსტად არც ვიცით ფეხბურთელი როდის ჩამოვა კლუბში. გვარდიოლაც ვერ დაგვეხმარა საკუთარი კავშირებით",
- თქვა ზამერმა.

მომზადებულია sport1.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კაცი ვერ არის მე მგონი, რომელ კანონებზე ლაპარაკობს პროფესიონალი ფეხბურთელი,როცა არის ერთი კანონი კონტრაქტი და იქ გარკვევით წერია სეზონში რამდენ თამაშზე უნდა გაუშვან ფეხბურთელი ნაკრებში. თუ დაიღალა ბოდიში... არა და ეა კარგი ფეხბურთელი იყო, 96 წლის ევროპის ჩემპიონი გერმანია ზამერის კარგი თამაშით გახდა.
giorgi
13:25 20-08-2013
0
ნაკრების ფეხბურთელი მის მოთამაშეს უნდა 90 წუთს ათამაშებს და უნდა ერთს ამას ვინ ეკითხება.
armo
11:19 19-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული