"ჰერტას" ლოლიტა - 16 წლის გოგონა ლევან კობიაშვილის 5 თანაგუნდელთან იწვა

AutoSharing Option
"ბერლინერ ცაითუნგმა" 21 აგვისტოს ნომერში დიდი სკანდალი გამოამზეურა. ხსენებულ გაზეთში 16 წლის გოგონას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც ჩვენს გერმანელ კოლეგებს უამბო, თუ როგორ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობები "ჰერტას" ხუთ (!) ფეხბურთელთან.

გაზეთმა მოთამაშეების ვინაობა არ გაამხილა, თუმცა სტატიაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტს აქვს ყველა ტექსტური შეტყობინება, რომლებსაც ფეხბურთელები გოგონას უგზავნიდნენ და არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლის ყველა პასუხი, რაც მომხდარს ადასტურებს.

გოგონა იხსენებს, რომ პირველი კონტაქტი 2013 წლის 25 აპრილს, ფანებისა და ფეხბურთელების შეხვედრისას შედგა. ავტოგრაფების აღებისას "ჰერტას" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მას თავისი ტელეფონის ნომერი
დაუწერა და დაკონტაქტება სთხოვა.

გოგონა ამბობს, მეგონა, მეხუმრა და არასწორი ნომერი დამიწერაო, მაგრამ ნომერი ნამდვილი აღმოჩნდა!

"ბერლინერ ცაითუნგში" გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ურთიერთობა ტექსტური შეტყობინებების გაცვლით დაიწყო:

"ფეხბურთელი და არასრულწლოვანი გოგონა ერთმანეთს თავიდან ჩვეულებრივ, უწყინარ ტექსტებს წერდნენ - მოთამაშე წერდა, რომ მოუთმენლად ელოდა სეზონის დაწყებას.

მოგვიანებით ბერლინური კლუბის ფეხბურთელის ტექსტები უფრო და უფრო პირდაპირი გახდა, მოგვიანებით კი მოთამაშემ გოგონას ორალური სექსის სანაცვლოდ 1000 ევრო შესთავაზა, თავისი შიშველი ფოტოები გაუგზავნა და საპასუხოც მოსთხოვა".

"ახლა ამ ყველაფრის ძალიან მრცხვენია, თავს მეძავად ვგრძნობ. ერთ-ერთი ფეხბურთელი დაქორწინებულია და არ მეგონა, რომ ცოლს უღალატებდა", - აცხადებს "ჰერტას" "ლოლიტა".

პირველ ფეხბურთელთან შეხვედრა გოგონას სახლში იმ დროს შედგა, როცა მისი მშობლები შინ არ იყვნენ. მისი თქმით, მან "ჰერტას" ფეხბურთელს თავისი ნამდვილი ასაკი დაუმალა და უთხრა, 19 წლის ვარო.

"მან პირადობის მოწმობა მომთხოვა, რადგან ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ იმ მომენტში არ ვაჩვენე და მერე აღარც მოუთხოვია", - ამბობს სკოლის მოსწავლე.

ფეხბურთელი მის სახლში პირველად ორი საათი დარჩა:

"დარცხვენილი იყო და მიამბო, მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებული ვარ, ამას ხშირად ვაკეთებო", - მოგვიანებით კი მას კიდევ ოთხ ფეხბურთელთან ჰქონდა ურთიერთობა და როგორც ამბობს, "ჰერტას" სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც არ იცნობს, დღემდე ურეკავენ და შეხვედრას სთხოვენ.

როგორც ჩანს, მისი ნომერი მოთამაშეებმა გუნდში გაავრცელეს.

"ჰერტაში" ოფიციალური კომენტარის გაკეთებას ჯერჯერობით ერიდებიან...

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თბილისის დინამოს ლოლიტა კი არა სექსოლოგი ჭირდება.
gulSematkivari
14:55 23-08-2013
0
მაგარია, შაკო :-))))
giorgipirweli
14:24 23-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული