ხოსეპ გვარდიოლა: მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნლემა ხოსეპ გვარდიოლამ "ნიურბერგთან" (2:0) გერმანიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩის შემდეგ კომენატრი გააკეთა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. თამაშით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით მეორე ტაიმით და იმით თუ როგორ ვაკონტროლებდით მატჩის მიმდინარეოობას.

ისევე როგორც ფრანკფურტში მეტოქეს პრაქტიკულად არ ვაძლევდით კონტრშეტევების შანს. ამაზე ბევრი ველაპარაკე გუნდს. სწრაფად შეგვიძლია შეტევა, მითუმეტეს, როცა ბურთით რობენი და რიბერი არიან.

"ნიურბერგი" ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია",
- თქვა გვარდიოლამ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია fcbayern.telekom.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული