იურგენ კლოპი: ის, რაც ახლა ინგლისში ხდება, სიგიჟეა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მესუთ იოზილის ლონდონის "არსენალში" გადასვლის შესახებ ისაუბრა და ასევე, კომენტარი ბეილის ტრანსფერზეც გააკეთა.

"იოზილის გადასვლა "არსენალში" ნამდვილი ბომბია. რთული სათქმელია, რატომ აღარ დასჭირდა ის "რეალს"; შესაძლოა, ფულის გამო.

ადრე დორტმუნდშიც ხარჯავდნენ უზარმაზარ თანხებს, მაგრამ ის, რაც ახლა ინგლისში ხდება, სიგიჟეა.

100 მილიონი ევრო ბეილში? მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული ფეხბურთში რჩება. შესაძლოა, პერესმა იცის ის, რაც სხვებმა არ იციან, თუმცა მაინც არ მესმის, როგორ შეეძლო პერესს, გადაეხადა ამდენი ერთ ფეხბურთელში",
- თქვა კლოპმა.

მომზადებულია Bild-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული