გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური: უკბილო, თვალსასეირო და ისტორიული [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის VII ტურში ლიდერებმა საკუთარ მოედნებზე ითამაშეს და შეიძლება ითქვას, დამაჯერებლად გაიმარჯვეს, განსაკუთრებით - "დორტმუნდმა", რომელმაც "ფრაიბურგი" არ დაინდო...

შეცდომის ფასი
"მოვიგეთ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი რამ გვაქვს დასახვეწი. აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ეს თამაში", - თქვა "ვოლფსბურგთან" მოკრძალებული გამარჯვების შემდეგ "ბაიერნის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ.

წარმოიდგინეთ, ამას ამბობს მწვრთნელი იმ გუნდზე, რომელიც წინა სეზონში ქვას ქვაზე არ ტოვებდა. ამიტომ ახლა თავად მოუწევს, ხელახლა ააშენოს "ბაიერნი", რომელიც იუპ ჰაინკესისგან საათივით აწყობილი გადაიბარა...

რისი იმედი უნდა ჰქონოდა "ვოლფსბურგს", რომელსაც
"ბაიერნთან" საგარეო მატჩებში ქულაც არასოდეს აუღია? ალბათ, სწორედ იმის, რომ გვარდიოლა თავიდან აწყობს გუნდს და ასეთ დროს ყველას შეუძლია მღვრიე წყალში თევზის დაჭერა. ეს ერთი და მეორეც - შუა კვირაში "რეკორდმაისტერს" "მანჩესტერ სიტი" ელოდება და, რა თქმა უნდა, ცალი თვალი ამ თამაშზეც ეჭირა.

"შალკესთან" წინა კვირის მატჩისგან განსხვავებით, გვარდიოლამ მხოლოდ ერთი კორექტივი შეიტანა ძირითად შემადგენლობაში - კროოსის ნაცვლად მიულერი დააყენა. არ ვიცით, სამწვრთნელო ინტუიციას დავაბრალოთ თუ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ფაქტია - გამარჯვების გოლი სწორედ მიულერმა გაიტანა...

"ბაიერნი" თავიდანვე დაეუფლა ბურთს და თამაშის კონტროლს მიჰყო ხელი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მასპინძელს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა. პეპის ბიჭებს ცეცხლი აკლდათ, თითქოს გუნდი დამძიმებული იყო და შედეგად, პირველ ნახევარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარის მიმართულებით.

მეორე ტაიმის სტარტიც არ იყო პირველისგან დიდად განსხვავებული. ჰოდა, უყურა ამ ყველაფერს "ვოლფსბურგმა" და თავად შეუქმნა "ბაიერნს" სახეირო მომენტი - შეფერის მიერ ახლო მანძილიდან შესრულებულმა თავურმა ძელს რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუქროლა.

ეს იყო და, "რეკოდმაისტერმაც" გაიღვიძა. ტემპმა იმატა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამას "მგლების" კართან ასპროცენტიანი მომენტები მოჰყვა. და სწორედ აქ გვარდიოლა (როგორც მერე გამოჩნდება) საჭირო სვლას აკეთებს - ერთბაშად ორი შეცვლა და იქვე გოლიც - ახალშესულმა შაქირმა ბურთთან პირველივე შეხებით რიბერის გადააწოდა, ამან კი გასწვრივი გადაცემა გაუკეთა მიულერს, რომელსაც საბოლოო დარტყმა არ შეშლია - 1:0.

მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნს" სხვაობის გაზრდის შანსი ჰქონდა (მაგალითად, მანჯუკიჩს), საფინალო სასტვენამდე აღარაფერი შეცვლილა. მაგრამ შეიცვალა "ვოლფსბურგი", რომელიც ახლა უფრო საინტერესოდ თამაშობს, ვიდრე პირველ ტურებში, თუმცა ეს არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ მიუნხენიდან ქულები (ან თუნდაც ქულა) წაიღოს.

"ვულოცავ "ბაიერნს" გამარჯვებას. ჩვენ დაცვითი გეგმა გვქონდა და გარკვეულ მომენტამდე ეს კარგადაც მუშაობდა... პრინციპში, ჩვენ ერთადერთი სერიოზული შეცდომა დავუშვით და ისიც გოლად დაგვიჯდა. ამაშია სწორედ მეტოქის კლასი. ჩვენ კი ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ამ თამაშისგან", - ბრძანა პრესკონფერენციაზე "ვოლფსბურგის" მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აკი ფორმაში არ ხართო?!
"დორტმუნდმა" შავი დღე აყარა "ფრაიბურგს" და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით კვლავ პირველ ადგილზეა. ისე, როგორც ლიდერს ეკადრება, იურგენ კლოპის გუნდი ბრწყინვალე საშინაო მაჩვენებელსაც ინარჩუნებს - ოთხიდან ოთხი გამარჯვება, ბურთების არანაკლებ შთამბეჭდავი შეფარდებით - 14:3.

თუმცა ერთიცაა - დორტმუნდში ჯერ გრანდი (ან მეტ-ნაკლებად სერიოზული ამბიციების მქონე გუნდი) არ ჩასულა და ეს გამოცდა კლოპის კრებულს ჯერ კიდევ წინ აქვს. შაბათს კი ორი გოლი გაიტანა ლევანდოვსკიმ, ვისთვისაც ეს მეორე დუბლია შვიდ ტურში.

"მატჩის წინ სერიოზული წნეხის ქვეშ ვიყავით, - თქვა კლოპმა, - ამბობდნენ, თითქოს "ნაპოლისთან" წაგებისა და "ნიურნბერგთან" ფრედ ნათამაშები მატჩების შემდეგ ფორმიდან ამოვვარდით. მიხარია, რომ ბიჭებმა ადვილად გადაიტანეს ეს წნეხი და დღეს ვაჩვენეთ, რომ მშვენიერ კონდიციებში ვართ".

და ერთი სამწუხარო ამბავიც კლოპისთვის - პარასკევის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო მარცხენა მცველმა მარსელ შმელცერმა, რომელსაც ბარძაყის კუნთი გაუწყდა და ახლა მინიმუმ სამკვირიანი უქმობა მოუწევს.

"ჰანოვერი" "სახლის" გუნდია და მიზერული იყო იმის შანსი, მაინცდამაინც ლევერკუზენში გამოედო თავი. ასეც მოხდა - მირკო სლომკას გუნდმა ზედიზედ მესამე საგარეო მარცხი იწვნია, ხოლო რაც კიდევ უფრო სამარცხვინოა, ამ საგარეო შეხვედრებში ჯერ გოლიც არ გაუტანია.

"ლევერკუზენის" ისტორიული სტარტი კი გრძელდება. სემი ჰიიპიას სამწყსო საკუთარ კედლებში ბეჭდაუდებელია, ხოლო თუ ვერ გააქვს კისლინგს, მიზანს სხვები ასწორებენ - მაგალითად, როლფესი და სემი. "ფარმაცევტებს" კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა ჰიიპიას არ აქვს იმხელა რესურსი, რომ "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" ბოლომდე ეჭიდაოს - ჯანი სადამდეც ეყოფა, იქამდე იბრძოლებს. სულ არაფერი, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მშვენიერი ნადავლი იქნება...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტუნისური ტანდემის ფაქტორი
დროებით მიძინებულმა "ჰერტამ" "მაინცთან" გაიღვიძა. არადა, პირველი ტაიმში ისე საშინლად ითამაშა, "ოლიმპიაშტადიონი" ეგებ მორიგ ფიასკოსაც ელოდა. მაგრამ აი, რას ნიშნავს დროული შეცვლა - საკმარისი იყო, იოს ლუჰუკაის ტუნისელი ალაგი შემოეყვანა, რომ იქვე გათანაბრდა ანგარიში.

ეტყობა, ამან მეორე ტუნისელი ბენ ჰათირაც დამუხტა და ჯერ იმავე ალაგის მეორე გაატანინა, ხოლო ერთ წუთში თავად დაუსვა წერტილი სკილბრედის პასს - ასე იმარჯვა "ჰერტამ" ტუნისური დუეტის ხარჯზე, ლევან კობიაშვილი კი თამაშის ბოლომდე სკამზე დარჩა...

"ჰამბურგის" ახალი მწვრთნელის პოსტზე ბერტ ვან მარვიიკის დებიუტი ფრანკფურტში შედგა. სიტუაციიდან გამომდინარე, ჰოლანდიელი სპეციალისტი კმაყოფილი უნდა იყოს შედეგით - 2:2. სტუმართა ლიდერმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა თქვა - მტკიცე საბრძოლო სულისკვეთების წყალობით საჭირო ქულა ავიღეთ და სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ ახალი "ჰამბურგის" შენებაო...

თვალსასეირო სანახაობა გამოდგა "ჰოფენჰაიმისა" და "შალკეს" დაპირისპირება, რომელშიც თამაშის პირობებს თავიდანვე სტუმარი კარნახობდა, თუმცა მასპინძელმა ფარ-ხმალი არ დაყარა და ქულას გამორჩა. სხვათა შორის, "ჰოფენჰაიმის" მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებში საშუალოდ 5-ზე მეტი გოლი გადის.

დავარღვევთ ქრონოლოგიას და აქვე ვიტყვით ანალოგიური ანგარიშით დასრულებულ საკვირაო მატჩზეც. "ნიურნბერგმაც", "ჰოფენჰაიმისა" არ იყოს, ბოლომდე იომა და ჯერ ორბურთიანი დეფიციტი გააბათილა, მერე კიდევ ერთხელ გაუშვა "ვერდერი" წინ, მაგრამ ესეც არ დაანება. "ნიურნბერგისთვის" ეს ოთხიდან მესამე საგარეო ფრეა.

"შტუტგარტმა" ზედიზედ მეორე საგარეო მატჩი მოიგო და ცოტა ხნის წინ თითქოს კრიზისში მყოფი მეექვსე ადგილზე წამოსკუპდა. "ბრაუნშვაიგი" კი უიმედო აუტსაიდერია და უკვე დროა, გამოვიტიროთ კიდეც.

გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური
აუგსბურგი-გლადბახი 2:2
გოლები: 1:0 ჰანი (27), 1:1 მ. კრუზე (33), 1:2 ჰრგოტა (71), 2:2 მილიკი (88)
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრჟოლეკი - ბაიერი - ჰანი, მორავეკი (76. ჰოლცჰაუზერი), ჰალილ ალთინთოფი (76. მილიკი), ტ. ვერნერი (86. ფოგტი) - მიოლდერსი.
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დომინგესი, ვენდტი - ნორდტვეიტი, კრამერი - ჰერმანი (67. ჰრგოტა), არანგო (69. ლ. დე იონგი) - რაფაელი (90. ბრაუერსი) - მ. კრუზე.
გაფრთხილება: ვერჰაეგი, ჰანი - ტერ შტეგენი, შტრანცლი, ჰრგოტა
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 20-8 (10-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 30 352

ჰერტა-მაინცი 3:1
გოლები: 0:1 ნ. მიულერი (8), 1:1 ალაგი (48), 2:1 ალაგი (73), 3:1 ბენ ჰათირა (74)
ჰერტა (4-1-1-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუშტენბერგერი, ს. ლანგკამპი, ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი - ჩიგერჩი (46. ალაგი) - სკილბრედი, რონი (64. შულცი, ბენ ჰათირა (90. ვაგნერი) - რამოსი.
მაინცი (3-4-1-2): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი (68. ბელი), ნოვესკი (46. ფათჰი), პარკი - გაისი - ოკაზაკი (81. შლიშკოვიჩი), ნ. მიულერი, ციმლინგი, ჩუპო-მოტინგი - დანი შაჰინი.
გაფრთხილება: პეკარიკი - ნოვესკი, ნ. მიულერი, ციმლინგი, შლიშკოვიჩი.
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 26-24; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 9-7 (4-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 40 969

ჰოფენჰაიმი-შალკე 3:3
გოლები: 0:1 კ. ბოატენგი (3), 0:2 მატიპი (13), 1:2 მოდესტე (16), 1:3 ჰიოგერი (40), 2:3 ფირმინო (48-პენ), 3:3 აბრაჰამი (61)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაჰამი, ვესტერგაარდი, ფ. იონსონი (70. ტესკერი) - პოლანსკი, სალიჰოვიჩი (46. შტრობლი) - ვოლანდი, ფირმინო, ელიუნუსი - მოდესტე (88. შიპლოკი).
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო - ჰიოგერი, ჯოუნსი (86. ნოიშტედტერი) - ფარფანი, მ. მაიერი (78. სალაი), კლემენსი (62. გორეცკა) - კ. ბოატენგი.
გაფრთხილება: პოლანსკი, ელიუნუსი, ტესკერი - მ. მაიერი, კ. ბოატენგი
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 26-24; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-12 (10-7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 29 139

დორტმუნდი-ფრაიბურგი 5:0
გოლები: 1:0 როისი (35), 2:0 როისი (45-პენ), 3:0 ლევანდოვსკი (58), 4:0 ლევანდოვსკი (70), 5:0 ბლაშჩიკოვსკი (79)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, დურმი - ს. ბენდერი (46. კირხი), ნური შაჰინი - როისი (61. ბლაშჩიკოვსკი), მხითარიანი (62. ჰოფმანი), ობამეიანგი - ლევანდოვსკი.
ფრაიბურგი (4-2-3-1): ბაუმანი - ზორგი, გინტერი, დიანი, გიუნტერი - ფერნანდესი, შუსტერი (66. ჰოფლერი) - შმიდი, მეჰმედი, კოკელენი (46. ჰიონი) - ფრაისი (74. გიუდე).
გაფრთხილება: ზორგი
გაძევება: დიანი (45. ფრაიბურგი)
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 27-2 (17-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 80 000

ლევერკუზენი-ჰანოვერი 2:0
გოლები: 1:0 როლფესი (23), 2:0 სემი (37)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ბიონიში - რაინარტცი - ლ. ბენდერი (46. ემრე ჩანი), როლფესი - სემი (88. იოზთუნალი), სონი (83. რ. კრუზე) - კისლინგი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - საკაი, მარსელო, სანე, პოკონიოლი - შტინდლი, ანდრეასენი - ბიტენკური (60. შლაუდრაფი), ჰუშტი - ია კონანი, ა. სობიჩი (60. დიუფი/79. პრიბი).
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19-8 (9-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 25 198

ბაიერნი-ვოლფსბურგი 1:0
გოლი: 1:0 თ. მიულერი (63)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - რობენი (62. შაქირი), თ. მიულერი, შვაინშტაიგერი (62. ტ. კროოსი), რიბერი - მანჯუკიჩი (86. კირხჰოფი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - პოლაკი, ლუის გუსტავო - კოო (82. არნოლდი), დიეგო, მ. შეფერი (68. პერიშიჩი) - ოლიჩი (84. დ. კალიჯური).
გაფრთხილება: შვაინშტაიგერი, მანჯუკიჩი - დიეგო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 14-24; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-4 (8-3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 71 000

აინტრახტი-ჰამბურგი 2:2
გოლები: 1:0 ფლუმი (31), 1:1 ლასოგა (45), 2:1 რუსი (54), 2:2 იანსენი (86)
აინტრახტი (4-1-2-1-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოშიპკა - რუსი - როდე, ფლუმი - ბარნეტა (73. ინუი) - აიგნერი - კადლეცი (87. ლაკიჩი).
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ვესტერმანი, ჯონათანი, ჯურუ, იანსენი - ბადელი, არსლანი - ბაისტერი (75. ზუა), ვან დერ ვაარტი, ჩალანოღლუ (90. ირაჩეკი) - ლასოგა.
გაფრთხილება: ოშიპკა, რუსი - არსლანი
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 23-17; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9-11 (6-7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 50 700

ვერდერი-ნიურნბერგი 3:3
გოლები: 1:0 დაბანლი (8-საკ. კარში), 2:0 ელია (34), 2:1 კიოტაკე (44), 2:2 დრმიჩი (53), 3:2 ელია (66), 3:3 ჰლუშეკი (70)
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - ფრიტცი (79. გებრე სელასიე), ლუკიმია, კალდიროლა, გარსია - მაკიადი (69. ფ. კროოსი), იუნუზოვიჩი - ელია (83. კობილანსკი), ჰუნტი, ექიჩი - პეტერსენი.
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, დაბანლი, პოგატეცი, პლატენჰარდტი - შტარკი (70. ფრანტცი) - კიოტაკე, ჰასებე, ჰლუშეკი, ესვაინი (46. დრმიჩი) - პეკჰარტი.
გაფრთხილება: იუნუზოვიჩი, ექიჩი - რ. შეფერი, შტარკი.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15-17 (8-12); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 40 048

ბრაუნშვაიგი-შტუტგარტი 0:4
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (40), 0:2 მაქსიმი (50), 0:3 ტრაორე (76), 0:4 ჰარნიკი (86)
ბრაუნშვაიგი (4-4-2): პეტკოვიჩი - ელაბდელაუი, ბიჩაკიჩი, დოგანი, რაიხელი - ბელარაბი, მ. კალიჯური, კრატცი (79. ადემი), ბოლანდი - ჯექსონი (46. იორლი), კუმბელა (79. პფიტცნერი).
შტუტგარტი (4-2-3-1): კირხბაუმი - საკაი, რიუდიგერი, შვააბი, ბოკა (46. რაუში) - გენტნერი, კვისტი - ტრაორე, მაქსიმი (86. კაკაუ), ვერნერი (74. ჰარნიკი) - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: ბოკა
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 10-15 (9-10); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 23 000

ბომბარდირები: 6 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი); 5 - ალაგი (ჰერტა), ობამეიანგი (დორტმუნდი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), კისლინგი (ლევერკუზენი), სემი (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური
4 ოქტომბერი
ჰანოვერი-ჰერტა;

5 ოქტომბერი
გლადბახი-დორტმუნდი, მაინცი-ჰოფენჰაიმი, შალკე-აუგსბურგი, შტუტგარტი-ვერდერი, ვოლფსბურგი-ბრაუნშვაიგი, ლევერკუზენი-ბაიერნი;

6 ოქტომბერი
ნიურნბერგი-ჰამბურგი, ფრაიბურგი-აინტრახტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: 3:0-ზე არ გავჩერდით და უფრო მოვუმატეთ [VIDEO]
ხოსეპ გვარდიოლა: გავიმარჯვეთ, მაგრამ სამუშაო კვლავ ბევრი გვაქვს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული