კიაერიც გამგელდა

AutoSharing Option
გასულ სეზონში "ვოლფსბურგი" გერმანიის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობდა და საშინლად იასპარეზა. ბუნდესლიგა 2008/09 წლების სეზონის გამარჯვებულმა 58 გოლი გაუშვა, რაც საკმარისად დიდი მიზეზი იყო იმისათვის, რომ კლუბის ხელმძღვანელებს ამ ზაფხულს პირველ რიგში დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ეზრუნათ – მიუხედავად იმისა, რომ "მგლებს" ისევ ის მცველები ჰყავდათ, რომლებითაც გერმანიის ჩემპიონობა მოიპოვეს. ამას წინათ გაუწყეთ, რომ "ვოლფსბურგმა" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული "ჰერტადან" გერმანიის ნაკრების მცველი არნე ფრიდრიხი შეიძინა (2 მილიონ ევროდ). ახლა კი, მენეჯერმა დიტერ ჰიონესმა ფრიდრიხს მეწყვილეც უყიდა: გადაწყდა და გუშინ ოფიციალურადაც დადასტურდა,
რომ იტალიური "პალერმოს" დანიელი მცველი სიმონ კიაერი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს. ფეხბურთელმა, რომელსაც არაერთი მთხოვნელი ჰყავდა, "მგლებთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ დიტერ ჰიონესი კიაერის ტრანსფერზე ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა. სატრანსფერო თანხა ოფიციალურად გაისაიდუმლოებულია, მაგრამ "კიკერის" ინფორმაციით, "ვოლფსბურგს" 21 წლის უკანახაზელის ტრანსფერი დაახლოებით 10-12 მილიონი ევრო დაუჯდა. გუნდის ახალი მწვრთნელი სტივ მაკლარენი დარწმუნებულია, რომ კიაერი არის ფეხბურთელი, რომელიც "ვოლფსბურგისთვის" იდეალური მოთამაშე იქნება. სხვათა შორის, კიაერმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ მატჩში იასპარეზა - ჰოლანდიასთან (0:2) და კამერუნთან (2:1). იაპონიასთან მატჩში კი, რომელიც დანიელებმა 1:3 წააგეს, ახალგაზრდა მცველს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

ფრიდრიხისა და კიაერის ტრანსფერების შემდეგ, გაიზარდა იმის შანსი, რომ "ვოლფსბურგი" იტალიელმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ დატოვოს. ამ უკანასკნელს "მგლებთან" კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს და ჰიონესმა თქვა, რომ საინტერესო წინადადების შემთხვევაში, ბარძალის კალთებს არ დაახევს. იტალიელს სათადარიგოთა სკამის ხეხვის პერსპექტივა არ ხიბლავს და ალბათ "ვოლფსბურგიდან" წავა.
გოტფრიდ ლენცი
მკითხველის კომენტარები / 4 /
Brothers
giorgi buachidze
22:11 27-07-2010
0
და თქვენ რა ხართ ერთმანეთის?
gvantsa
18:41 09-07-2010
0

სიახლეები პოპულარული