მიშომ ჰაჯი გააბრაზა

AutoSharing Option

ბოსნიის ნაკრების გამთამაშებელ ზვიეზდან მიშიმოვიჩს, რომელიც ბოლო წლებში ბუნდესლიგაში ბრწყინავდა და „ვოლფსბურგთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა, სტამბულის „გალათასარაიში“ კარიერა ვერაფრით აეწყო. უახლესი ინფორმაციით, თურქული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა გეორგე ჰაჯიმ მიშიმოვიჩი განაცხადიდან ამოაგდო და მისი დანახვაც აღარ უნდა. ჰაჯისა და მიშიმოვიჩის დაპირისპირებაზე თურქულ პრესაში ძალიან ბევრს წერენ და ვარაუდობენ, რომ 28 წლის ფეხბურთელს, რომელიც „გალათასარაიმ“ ზაფხულში „ვოლფსბურგიდან“ 8 მილიონ ევროდ იყიდა, იანვარში თურქეთიდან აბარგება მოუწევს.

„გალათასარაის“ ვებ-გვერდზე გამოქყვენებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, ჯაჰიმ მიშიმოვიჩი პირველი გუნდიდან გააგდო და ბოსნიელი ახლა „გალას“ მეორე

გუნდში ვარჯიშობს. ჩვენი თურქი კოლეგების ცნობით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჩხუბი ზვიეზდანსა და ჰაჯის შორის ერთ-ერთ ვარჯიშზე - შეგირდი და მწვრთნელი ერთმანეთს თურმე ხელითაც შეეხნენ.
რუმინელი სპეციალისტი „გალათასარაის“ დამრიგებლად ოქრომბერში დაინიშნა, შეცვალა რა ჰოლანდიელი ფრანკ რიიკაარდი. წინა კვირას „გალათასარაი“ „მანიშასთან“ დამარცხდა, რის შემდეგაც ჰაჯიმ ფეხბურთელებს შეუტია და თქვა, რომ ნათხოვარ და თანაც ზარმაც ფეხბურთელებს გუნდში ვერ აიტანს. მიშიმოვიჩი კი ჯერჯერობით ნათხოვარ ფეხბურთელად ითვლება, რადგან „გალათასარაის“ „ვოლფსბურგისთვის“ 8 მილიონი ევრო დღემდე არ გადაურიცხია. ფაქტია, რომ მიშიმოვიჩს „გალათასარაიში“ აღარ დაედგომება. მან თურქეთის სუპერლიგაში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავიდან ბოლომდე მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა. ზვიეზდანს ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია...
გოტფრიდ ლენცი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული