„ვერდერის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი უგო ალმეიდა ბრემენიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს, რაც ჩვენს გერმანელ კოლეგებთან საუბარშიც დაადასტურა. ალმეიდამ „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის პორტუგალიაში ან ესპანეთში გაგრძელება უნდა. როგორც ირკვევა, 26 წლის ცენტრფორვარდს პორტუგალიაში მთხოვნელების რიგი უდგას („სპორტინგი“, „პორტუ“), ესპანეთიდან კი თვით მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ეპატიჟება. საინტერესო ისაა, რომ ალმეიდას „ვერდერთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ან კონტრაქტი უნდა გააგრძელოს, რაზეც თავდამსხმელი ჯერჯერობით უარზეა, ან იანვარში უნდა გაიყიდოს, თუ არა და ზაფხულში „ვერდერს“ უფასოდ
მოურინიომ ამას წინათ თქვა, რომ მას ერთი ტიპიური ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება. ესპანური პრესის ცნობით, ალმეიდასთან ერთად, „რეალში“ გადასვლის კანდიდატია ბილბაოს „ატლეტიკის“ ფორვარდი ფერნანდო ლორენტეც. აღსანიშნავია ისიც, რომ „ვერდერის“ შეფებს ალმეიდას გასვება არ სურთ, რადგან თავდასხმაში ძალიან გაუჭირდებათ. ბრემენელთა ახალგაზრდა ფორვარდი სანდრო ვაგნერი ჯერ არ არის მზად იმისათვის, რომ ბოლომდე ენდონ, ზაფხულში „ტვენტედან“ ნაყიდი მარკო არნაუტოვიჩი იმედებს ვერ ამართლებს, „ვერდერის“ მთავარი გოლეადორი კლაუდიო პისარო კი ხშირად ტრავმირებულია...