ხავი მარტინესის დაბრუნება გადაიდო

AutoSharing Option
ხავი მარტინესის უიღბლობას ბოლო არ უჩანს. 25 წლის ესპანელ ნახევარმცველს, რომელშიც "ბაიერნმა" შარშან 40 მილიონი ევრო გადაიხადა, წესით, ვარჯიში ამ კვირაში უნდა განეახლებინა, მაგრამ რეაბილიტაციის დაწყებისას ისევ დაშავდა და შესაბამისად, მინდორზე მისი დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო. "ბილდის" ინფორმაციით, ხავიმ ისევ მუხლის ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ხავი მარტინესმა ზაფხულში, კონფედერაციის თასის შემდეგ, სეზონის სტარტზე ორჯერ ითამაშა და მოედანზე ორივეჯერ მცირე დრო დაჰყო. აგვისტოს შუა რიცხვებში ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებიდან დაბრუნდა ტრავმირებული და ბუნდესლიგაში ორი მატჩი გამოტოვა. მარტინესი
ხეირიანად ევროპის სუპერთასზე დაბრუნდა და "ჩელსისთან" (2:2, 7:6 დ.დ.) გოლიც გაიტანა, მაგრამ ამავდროულად, მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. მომდევნო რეაბილიტაცია კბილის ოპერაციამ შეაფერხა, ახლა კი კიდევ ერთხელ დაიზიანა მუხლი.

თუმცა "ბაიერნის" ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაციაც გვაქვს: ხავი მარტინესის თანამემამულე ტიაგო ალკანტარა რეაბილიტაციას იწყებს და ფეხბურთის თამაშს ახლო მომავალში განაახლებს. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ალკანტარა თვენახევრის წინ დაშავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხავი მარტინესი საოპერაციოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული