"ნიურნბერგი" - ფრანკებს კოლერი მიხედავს?

AutoSharing Option
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, შვეიცარიელმა სპეციალისტმა კრისტიან გროსმა "ნიურნბერგის" ხელმძღვანელებს უარი შეუთვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ფრანკები" მთავარი მწვრთნელის ძებნას განაგრძობენ.

59 წლის გროსის უარის შემდეგ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ამ თანამდებობაზე ფავორიტად 52 წლის მარსელ კოლერი მიაჩნიათ, რომელიც ახლა ავსტრიის ნაკრების თავკაცია, მაგრამ დიდი შანსია, რომ ეს პოსტი დატოვოს.

ავსტრიელი ჟურნალისტის კითხვაზე, შეუთანხმდა თუ არა კოლერი "ნიურნბერგს", მარსელმა ასეთი პასუხი გასცა:

"ამაზე ვერაფერს გეტყვით, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა."ფაქტია, რომ კოლერს ავსტრიის ნაკრებში მომავალი აღარ აქვს - ახალი კონტრაქტი ჯერაც არ გაუფორმებია
და ალბათ, აღარც გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინ იხსნის "ნიურნბერგს"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული