53 წლის სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება 2016 წლამდეა გათვალისწინებული. გარდა ამისა, ახალი კონტრაქტები გერმანიის ნაკრებთან გუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა და მეკარეების მწვრთნელმა ანდრეას კეპკემ გააფორმეს.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრებმა 2014 წელს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური C ჯგუფში მოიპოვა, სადაც 10 შეხვედრაში 28 ქულა აიღო.