"მაინცის" მწვრთნელი: "ბაიერნის" დამარცხება ისევე შეუძლებელია, როგორც სებასტიან ფეტელის გასწრება [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-9 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "მაინცს" უმასპინძლა და 4:1 მოუგო. არადა, პირველი ტაიმი რეკორდმაისტერმა წააგო - ბოატენგის შეცდომის შემდეგ 44-ე წუთზე შონ პარკეკი მანუელ ნოიერთან პირისპირ გავიდა და გაიტანა.

მე-2 ტაიმის მე-5 წუთზე არიენ რობენმა შეცვლაზე შესული მარიო გიოტცეს პასით გაიტანა. ორ წუთში კი ჰოლანდიელმა თომას მიულერს გაატანინა.

69-ე წუთზე გიოტცემ მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა, ხოლო მარიო მანჯუკიჩმა სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.

82-ე წუთზე ბასტიან შვაინშტაიგერთან უხეშობისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომლის დარტყმა რობენს სურდა, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლამ ამის ნება არ მისცა,
რის გამოც ჰოლანდიელი ძალიან გაბრაზდა. გოლი მიულერმა გაიტანა და დუბლიც შეასრულა, "ბაიერნი" ინარჩუნებს ლიდერობას.

ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო "ბაიერნის" მცველმა დანტემ, რომელიც 2 კვირას გამოტოვებს.

თომას ტუხელი (მაინცი): "მაინცი" 70-იანი წლების "ფოლცვაგენივით" დადის და გიკვირთ რატომ ვერ მოვუგეთ მიუნხენის "ბაიერნს"?

ჩვენ პირველ ტაიმში შანსები გვქონდა, მაგრამ მარტო ერთი გამოვიყენეთ. მოუგო "ბაიერნს" იგივეა, გაუსწრო სებასტიან ფეტელს, რაც შეუძლებელია"
.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული