ხოსეპ გვარდიოლამ არიენ რობენი 80 ათასი ფანის თვალწინ დაამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კაპიტანი შტეფან ეფენბერგი გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.

ეფენბერგი ბუნდესლიგის მეცხრე ტურში, "ბაიერნი"-"მაინცის" მატჩის 82-ე წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა გააოცა, როდესაც მასპინძლებმა პენალტი დაიმსახურეს. ბურთი ხელში არიენ რობენმა აიღო და დარტყმის შესასრულებლად გაეშურა, თუმცა გვარდიოლამ მიუთითა, რომ ეს თომას მიულერს უნდა გაეკეთებინა.

მართლაც, თერთმეტმერიანი სწორედ მიულერმა დაარტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"არცერთი თავმოყვარე ფეხბურთელი ისურვებდა 80 ათასი გულშემატკივრის თვალწინ მსგავს სიტუაციაში აღმოჩენას.

როგორია, ბურთი ხელში გიჭირავს
, მზად ხარ დასარტყმელად და ამ
დროს საქმეში მწვრთნელი ერთვება, რომელიც სკოლის მასწავლებელივით გეუბნება, რომ ბურთი სხვას უნდა დაუთმო.

ეს ძალიან საწყენია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. მწვრთნელი ვალდებულია, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ახსნას. დაუშვებელია იმის თქმა, რომ "მე - მწვრთნელი ვარ და ამას თავად ვწყვეტ",
- აქვეყნებს ეფენბერგის ნათქვამს goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ მატჩის წინ პეპმა კლუბის ჟურნალს ინტერვიუ მისცა, სადაც პირდაპირ თქვა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც მის ბრძანებებს არ დაემორჩილებიან, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდებიან.

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური: იყო და არა იყო რა... [VIDEO]
ხოსეპ გვარდიოლა: ვისთვისაც ჩემი გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება, სკამზე იჯდება!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეფენბერგი ამას ვერასოდეს ვერ გაიგებს, აბა "სკოლის მოსწავლე" ეფენბერგი წარმოგიდგენიათ? )
real
07:45 22-10-2013
0
სათადარიგოთა სკამზე არა, ტრიბუნაზე აღმოჩნდებიანო ესე თქვა :)
Giorgi-FCB
18:29 21-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული