რურის დერბი დორტმუნდის "ბორუსიამ" მოიგო

AutoSharing Option
ბუნდესლიგის X ტურში რურის დერბი გაიმართა - გელზენკირხენში "შალკემ" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

მე-14 წუთზე სტუმრები პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დააწინაურა ახლო მანძილიდან.

მასპინძლებმა ბწრყინვალე შანსი გაუშვეს ხელიდან ანგარიშის გასათანაბრებლად - კევინ პრინს ბოატენგს პენალტი "დორტმუნდის" გოლკიპერმა რომან ვაიდენფელერმა აუღო.

51-ე წუთზე "ბორუსია" ნური შაჰინმა საჯარიმოს მისადგომიდან დარტყმით ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ.

62-ე წუთზე მასპინძელმა მაქს მაიერმა ერთი ბურთი გაქვითა.

მაგრამ 74-ე წუთზე ყველაფერი დასრულდა - "შალკეს" კონტრშეტევა გაეპარა, რომელიც იაკუნ ბლაშჩიკოვსკიმ დაასრულა. აღსანიშნავია ჰენრიხ მხითარიანის ორი საგოლე პასი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული