ეს იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდი პირველი იქნება ლიდერთა ტრიოდან, რომელიც მორიგი ტურის შეხვედრას გამართავს და შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში "დორტმუნდს" მინიმუმ ერთი დღით გალიდერების შანსი ეძლევა. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში "ბორუსიამ" რურის დიდი დერბი გადაიტანა და გელზენკირხენში 3:1 მოიგო.
"თუკი შესაძლებლობების იმ ას პროცენტს გამოვიყენებთ, რასაც ჩვენგან მწვრთნელი ითხოვს, ჩვენი დამარცხება ნებისმიერ სუპერგრანდს გაუჭირდება. "შტუტგარტთან" სამი
დღევანდელი მატჩი ბუნდესლიგაში რიგით მე-300 და შესაბამისად, საიუბილეო იქნება "ბორუსიას" კარის დარაჯ რომან ვაიდენფელერისთვის, რომელიც ბუნდესლიგაში პენალტების მოგერიების ახალი სუპერსპეციალისტია - რომანმა ბოლო 8 თერთმეტმეტრიანიდან 4-ის მოგერიება მოახერხა.
როისი მართალს ამბობს, "შტუტგარტის" დამარცხება უკვე მართლაც ძნელია - განსაკუთრებით მას მერე, რაც შვაბენლანდურ კლუბს თომას შნაიდერი წვრთნის. მის ხელში "შტუტგარტი" ჯერაც დაუმარცხებელია.
"გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ერთი ოჯახივით ვართ," - აცხადებს შვაბთა ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი მაქსიმი. თუმცა "შტუტგარტმა" ბოლოს ზედიზედ სამი ფრე დააფიქსირა.
"ეს სერია არ მომწონს. ფრეებით წინ ვერ წავალთ. ახლა უკვე მოგების დროა. დორტმუნდში გამარჯვება, დიახაც, შეგვიძლია," - ეს შვაბთა მეკარე სვენ ულრაიხის სიტყვებია.
დიდი შანსია, რომ იურგენ კლოპმა "შტუტგარტთანაც" იგივე შემადგენლობა ათამაშოს, რომლითაც რურის დერბი მოიგო. იქნება თუ არა განაცხადში გამოჯანმრთელებული სებასტიან კელი, ამ კითხვას პასუხი 1-ელ ნოემბერს გაეცემა. შტუტგარტელებს საკაი და შვააბი გამოუჯანმრთელდათ. ეს უკანასკნელი ძირითადი შემადგენლობიდან, სავარაუდოდ, ქარიმ ჰაგის ამოაგდებს. გამორიცხული არაა, რომ შნაიდერმა ჰარნიკის ნაცვლად სასტარტოში ექსდორტმუნდელი ლაიტნერი გაამწესოს.
1 ნოემბერი. დორტმუნდი. "ვესტფალენშტადიონი"
დორტმუნდი-შტუტგარტი 23:30
დისკვალიფიკაცია: რიუდიგერი (შტუტგარტი)
ტრავმა: პიშჩეკი, გიუნდოგანი - დიდავი, კაკაუ
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, ნიდერმაიერი, ბოკა - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი, მაქსიმი, ტრაორე - იბიშევიჩი.
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 თამაში: +29=23-38, (137:153)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"