34-ე წუთზე კუთხურისას გამოსვლაზე უხეშად შეცდა მანუელ ნოიერი და იქვე დადარაჯებულმა მცველმა ნიკოლას ზულემ ანგარიში გახსნა.
ხუთ წუთში რეკორდმაისტერმა გაათანაბრა - ფრანკ რიბერის საჯარიმო დარტყმა ცოცხალ კედელში მყოფ მარიო მანჯუკიჩს მოხვდა და 1:1 გახდა.
"ბაიერნმა" 75-ე წუთზე თომას მიულერის გოლით მოიგო - გოლამდე "ჰოფენჰაიმმა" შეტევის ერთი ძალიან სახიფათო ფაზა მოიგერია, მაგრამ ხავი მარტინესის და რიბერის კომბინაცია მიულერმა ახლო მანძილიდან დაასრულა.
"ბაიერნი" 11 ტურიდან 29 გოლით
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ცოტა გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ. დანამდვილებით შეიძლება ვთქვა, რომ ეს სულაც არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში სეზონში, თუმცა ჩვენ მაინც მოვიგეთ. ყველაფერი კარგად ნამდვილად არ იყო და რაღაც რაღაცების კორექტირება მომიწევს".