ხოსეპ გვარდიოლა: რაღაც-რაღაცების კორექტირება მომიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ჰოფენჰაიმს" ესტუმრა და რთული გამარჯვება იზეიმა - 2:1.

34-ე წუთზე კუთხურისას გამოსვლაზე უხეშად შეცდა მანუელ ნოიერი და იქვე დადარაჯებულმა მცველმა ნიკოლას ზულემ ანგარიში გახსნა.

ხუთ წუთში რეკორდმაისტერმა გაათანაბრა - ფრანკ რიბერის საჯარიმო დარტყმა ცოცხალ კედელში მყოფ მარიო მანჯუკიჩს მოხვდა და 1:1 გახდა.

"ბაიერნმა" 75-ე წუთზე თომას მიულერის გოლით მოიგო - გოლამდე "ჰოფენჰაიმმა" შეტევის ერთი ძალიან სახიფათო ფაზა მოიგერია, მაგრამ ხავი მარტინესის და რიბერის კომბინაცია მიულერმა ახლო მანძილიდან დაასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბაიერნი" 11 ტურიდან 29 გოლით
ერთპიროვნული ლიდერია. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი "დორტმუნდს" 1 ქულით ხოლო, "ლევერკუზენს" 4 ქულით უსწრებს.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ცოტა გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ. დანამდვილებით შეიძლება ვთქვა, რომ ეს სულაც არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში სეზონში, თუმცა ჩვენ მაინც მოვიგეთ. ყველაფერი კარგად ნამდვილად არ იყო და რაღაც რაღაცების კორექტირება მომიწევს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული