ამას ჰქვია ქომაგი! - როგორ ამხნევებენ შერცხვენილ "ბორუსიას" დორტმუნდელები [VIDEO]

AutoSharing Option
მთელი შემოდგომა დორტმუნდი 23 ნოემბრის მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა - "ბორუსიას" ბუნდესლიგის XIII ტურში მიუნხენის "ბაიერნი" უნდა მიეღო.

ამ თამაშის მნიშვნელობაზე ბევრი ითქვა, კიდევ ითქმება და ამიტომ, ახლა არაფერს ვიტყვით. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა გულგატეხილი იქნებოდა შეხვედრის დასრულების შემდეგ დორტმუნდელი ქომაგი. 0:3 წააგოს საყვარელმა გუნდმა პრინციპურ მეტოქესთან საშინაო მატჩში, ხომ ნამდვილი ტრაგედიაა ფეხბურთის ნებისმიერი მოყვარულისთვის.

"ბორუსია"-"ბაიერნის" მატჩში სანახავი ბევრი რამ იყო, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას სწორედ დორტმუნდელი
ქომაგის საქციელზე შევაჩერებთ, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ დამარცხებული გუნდის ფეხბურთელებს აქეთ ამხნევებს.

აი, ამას ჰქვია გულშემატკივარი, ჩვენ კი ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: მსოფლიოში საუკეთესო კონტრშეტევის მქონე გუნდს ვაჯობეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართველებს ჯერ ფეხბურთი გვაქ სასწავლი და მერე ქომაგობა!!
levan
08:56 25-11-2013
0
ბორუსიასნაირი გუნდი რომ გვეყოლება და მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დამარცხდება ბრძოლაში(!!!),რომელთანაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დადებითი ბალანსი ექნება და მომავალში იმედი გვექნება რომ სტუმრად აუცილებლად აიღებს რევანშს,ჩვენც (არა ყველა,რა თქმა უნდა) გავაცილებთ ტაშით.მაგრამ მაგ დონემდე ძალიან-ძალიან ბევრი გვაკლია.ისე ბორუსიას კრიზისის დრო აქვს და მხარდაჭერა მართლა სჭირდება ამ ლამაზ გუნდს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული