ორივე გოლი ჰოლანდიელი არიენ რობენის ანგარიშზეა. "ბაიერნი" 38 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ეს იყო მძიმე მატჩი. სულ ორიოდე დღის წინ დავბრუნდით მოსკოვიდან, მანამდე კი გვქონდა თამაში დორტმუნდში.
დღეს სულ სხვა სახის თამაში იყო, ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალური ეფექტით გამოგვეყენებინა სივრცე და ვითამაშეთ პასებით. შემდეგ თამაშში მანჯუკიჩი ჩავრთე. მე შეხვედრით კმაყოფილი ვარ.
რობენი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ბევრი გოლი გააქვს. "ბრაუნშვაიგსაც" ჰქონდა დღეს მომენტები, ბუნდესლიგა
არიენ რობენი (ბაიერნი): "მოსკოვში აქეთ-იქით მგზავრობა, იმ საფარზე თამაში ძალიან დამღლელი იყო. ამ ყველაფრის მერე ჩვენს შესანიშნავ საფარზე თამაში ერთი სიამოვნებაა".