საინტერესო ისაა, რომ გერმანიის თასის მერვედფინალში ისეთმა გუნდებმაც გააღწიეს, როგორებიც არიან ბერლინის "უნიონი", "ზაარბრიუკენი", "ინგოლშტადტი" და "ზანდჰაუზენი". მიუნხენის "ბაიერნს" 4 დეკემბერს "აუგსბურგთან" ექნება საქმე, დორტმუნდის "ბორუსია" კი დღეს მესამებუნდესლიგელ "ზაარბრიუკენს" სტუმრობს.
დორტმუნდელები ზაარბრიუკენში ყავარჯნებით მიდიანო, წერდნენ 3 დეკემბერს ჩვენი გერმანელი კოლეგები. "ბორუსიას" საკადრო
როისის გარდა, ტრავმირებულები არიან იაკუბ ბლაშჩიკოვსკი და სვენ ბენდერიც, თუმცა "დორტმუნდის" თავკაც იურგენ კლოპს გუშინ გვიანობამდე მათი გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა. დაშავდნენ, მაგრამ თავს უკეთ გრძნობენ და ალბათ ითამაშებენ ნური შაჰინი და რობერტ ლევანდოვსკი. შეგახსენებთ, რომ ილქაი გიუნდოგანი, მატს ჰუმელსი, მარსელ შმელცერი და ნევენ სუბოტიჩი დიდი ხნის დაშავებულები არიან.
კლოპს სხვა რამეც აწუხებს: "როცა გავიგე, რომ "ზაარბრიუკენს" მოედნის საფარის გათბობა არ აქვს, ეს კიდევ უფრო მეწყინა, რადგან ფეხბურთელის დაშავების ალბათობა მატულობს," - წუხს იურგენი.
3 დეკემბერი
უნიონი-კაიზერსლაუტერნი 22:00
ჰამბურგი-კიოლნი 22:00
შალკე-ჰოფენჰაიმი 23:30
ზაარბრიუკენი-დორტმუნდი 23:30
4 დეკემბერი
ფრაიბურგი-ლევერკუზენი 22:00
ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი 22:00
აინტრახტი-ზანდჰაუზენი 23:30
აუგსბურგი-ბაიერნი 23:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"