4 დეკემბერს "ბაიერნმა" სტუმრად "აუგსბურგს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და გერმანიის თასის მეოთხედფინალი გაინაღდა. თავის გამოჩენა არიენ რობენმა და ტომას მიულერმა შეძლეს.
"პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა ჩემთვის, რომ მძიმე ამოცანის წინაშე ვიყავით. "აუგსბურგი" ძალიან კარგად თამაშობდა. მეტოქე საკმაოდ აგრესიული იყო და პრაქტიკულად, არ გვიტოვებდა დროს ფიქრისათვის.
საბედნიეროდ, რობენმა კიდევ ერთხელ გაიტანა სწრაფი გოლი. ვულოცავ გუნდს ამ გამარჯვებას.
ამჯერად ჩვენი თამაში უკეთესი იყო, ვიდრე ბუნდესლიგაში
გერმანიის თასის მომდევნო რაუნდში ასევე გავიდნენ: "ჰამბურგი", "ჰოფენჰაიმი", "კაიზერსლაუტერნი", "ბორუსია", "ვოლფსბურგი", "ბაიერი" და "აინტრახტი".