"ბაიერნმა" სტუმრად "ვერდერი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
თვალსა და ხელს შუა მიუნხენის "ბაიერნი" შეუჩერებელი გუნდი ხდება - ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა სტუმრად 7:0 გაანადგურეს ბრემენის "ვერდერი".

21-ე წუთზე ფრანკ რიბერიმ მარცხენა კუთხიდან დაარტყა და ლუკიმია-მულონტოგიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 6 წუთში დანიელ ვან ბუიტენმა თავურით გაიტანა, 38-ე წუთზე კი რიბერიმ თავისი გოლი მაინც გაიტანა.

მეორე ტაიმში "ბაიერნმა" 4, ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა. თავი გამოიჩინეს: მარიო მანჯუკიჩმა, თომას მიულერმა, რიბერიმ და მარიო გიოტცემ.

მიუნხენის "ბაიერნი" 41 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მადლობა ჩემ შეგირდებს, მათ ძალიან კარგი ფეხბურთი
შემოგვთავაზეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ასეთი თამაშის ყურება მწვრთნელის სტატუსით. მეტოქე დღეს ძალიან დავჩაგრეთ, თუმცა ვიცი, რომ ბრემენელებს გაცილებით უკეთ თამაში შეუძლიათ"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული