კლოპმა ბაიერნს ენა გამოუყო

AutoSharing Option

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს ეს ინფორმაცია ნამდვილად არ გაახარებდათ: გუშინ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ვესტფალიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2014 წლამდე აქვს. რა შუაშია „ბაიერნი“? იურგენის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2012 წელს გასდიოდა და მიუნხენური კლუბის ბოსები სწორედ იმ დროისთვის ფიქრობდნენ კლოპის გადაბირებაზე, რაც ბოლო დროს საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენდა.

მიუხედავად ამისა, ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ 43 წლის სპეციალისტი „დორტმუნდთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, „ბორუსიას“ მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ თქვა, იურგენს უვადო ხელშეკრულება უნდა

გავუფორმოთო და კლოპსაც არასდროს დაუმალავს, რომ BVB-ში თავს ძალიან კარგად გრძნობს. გაგახსენებთ, რომ იურგენმა „ბორუსია“ 2008 წელს ჩაიბარა, მანამდე კი „მაინცს“ წვრთნიდა და სერიოზული წარმატებები ჰქონდა.

„დორტმუნდის“ შეფებისთვის პრიორიტეტული მწვრთნელთან შეთანხმება იყო, ახლა კი იმ ფეხბურთელების კონტრაქტებსაც მიხედავენ, რომლებსაც ხელშეკრულებები ამ სეზონის ბოლოს უმთავრდებათ. ესენი არიან მეკარე რომან ვაიდენფელერი და მარჯვენა მცველი პატრიკ ოვომოიელა. ვატცკეს ახლავე ახალი კონტრაქტების გაფორმება სურს ნიჭიერ ფეხბურთელებთან, კევინ გროსკროიტცთან და მარსელ შმელცერთან.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული