გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის წინ: ტური "ბაიერნის" გარეშე

AutoSharing Option
20, 21 და 22 დეკემბერს ბუნდესლიგა დაძაბული მატჩებით 2013 წელს უკანასკნელად გაგვანებივრებს. პირველი წრის ბოლო, მე-17 ტური მიუნხენის "ბაიერნის" გარეშე ჩატარდება - ბავარიელები მაროკოში მსოფლიოს თასისთვის იბრძვიან.

თუმცა უბაიერნობა ამ ტურში თითქმის არაფერს შეცვლის - რეკორდმაისტერმა შემოდგომის ჩემპიონობა უკვე გაინაღდა. ყველაზე საინტერესო, ლოგიკურად, "დორტმუნდისა" და "ჰერტას", ასევე, "გლადბახისა" და "ვოლფსბურგის" დუელები უნდა გამოვიდეს. "ნიურნბერგი" "შალკეს" ხვდება და არაფრით არ უნდა, რომ მიმდინარე სეზონის პირველი წრე გამარჯვების გარეშე დაასრულოს.

"დორტმუნდმა" ბუნდესლიგის ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულას მოუყარა თავი და ცხადია,
რომ იურგენ კლოპის შეგირდებს 2013 წლის დასრულება მხოლოდ გამარჯვებით სურთ. თუმცა მეტოქე "ჰერტა" ხელწამოსაკრავი გუნდი აღარაა, რაც ბერლინელებმა ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცეს და 16 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზე არიან.

"ბორუსიას" მთავარი პრობლემა საგოლე მომენტების გამოყენების უჩვეულოდ დაბალი მაჩვენებელია. ბერლინელები კი დაგეგმილზე უკეთ თამაშობენ, ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს და ევროზონაში შესვლას ესწრაფვიან.

რა ეშველება "ვერდერის" დაცვას?
ბრემენის "ვერდერს" ზამთრის შესვენებამდე ერთი მატჩიღა დარჩა გადასაგორებელი. "მუსიკოსები" უმძიმეს კრიზისში არიან და თუ საშობაო არდადეგებზე რამე არ მოიფიქრეს, მეორე წრეში მხოლოდ გადარჩენისთვის მოუწევთ ბრძოლა.

"ვერდერმა" ბოლო ხუთი თამაშიდან ხუთივეში ცალ-ცალკე მინიმუმ სამი გოლი გაუშვა და მიღებული გოლების გრაფაში 37 უწერია. შავ დღეშია ბრემენელთა მეკარე ვოლფი, რომელმაც 3 მატჩში 14 გოლი გაუშვა. სწორედ ამ დროს უწევს "ვერდერს" მეორეადგილოსან "ლევერკუზენთან" ჭიდილი, თუმცა წინა ტურში "ლევერკუზენიც" შერცხვა (0:1 "აინტრახტთან").

რაკი "ბაიერნი" მაროკოშია, კვირას მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართება - ბუნდესლიგის უკანასკნელი კალენდარული შეხვედრა 2013 წელს: ძალიან კარგ ფორმაში მყოფი "გლადბახი" ასევე კარგ ფორმაში მყოფ "ვოლფსბურგს" უმასპინძლებს.

მიონხენგლადბახელებმა ბოლო 6 მატჩში 21 შესაძლოდან 19 ქულა აიღეს, "მგლებმა" კი იმავე პერიოდში 17 ქულას მოუყარეს თავი. შესაბამისად, ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთმანეთის კონკურენტებად ჩამოყალიბდნენ. რაც შეეხება "ბაიერნს": "შტუტგარტისა" და რეკორდმაისტერის ჯახი 29 იანვრისთვის გადაიდო.

XVII ტური

20 დეკემბერი
აინტრახტი-აუგსბურგი 1:1

21 დეკემბერი. დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 18:30
დორტმუნდი-ჰერტა
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუმელსი, სუბოტიჩი, ს. ბენდერი, გიუნდოგანი - ბურხერტი, ბრუკსი, ჰოლანდი, ს. ლანგკამპი, ვან დერ ბერგი, ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 თამაში: +23=14-15, (93:75)
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სოკრატისი, ზარი, დურმი - კელი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ჰოსოგაი, ნ. შულცი - ჩიგერჩი, ნიმაიერი - მ. ნდიენგი, რონი, სკიელბრედი - რამოსი.

21 დეკემბერი
ვერდერი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: სპაჰიჩი (ლევერკუზენი)
ტრავმა: შმიტცი, ჰანტი, იუნუზოვიჩი, ფ. კროოსი - ჰილბერტი, რაინარტცი, სემი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 66 თამაში: +22=27-17, (101:103)

ფრაიბურგი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჰიოფლერი - ჰუსტი
ტრავმა: ჰედენსტადი, მუიჯა, კოკელინი, შმიდი, შუსტერი - ფელიპე, კ. შულცი, დირსენი, ფრანკა, კადა, ია კონანი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3=4-5, (16:22)

ჰამბურგი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: შლიშკოვიჩი (მაინცი)
ტრავმა: ადლერი, დიკმაიერი, რაიკოვიჩი, ვესტერმანი, დემირბაი - მათენია, ჰ. მიულერი, ბუნგერტი, ფათი, კოხი, ბაუმგარტლინგერი, დ. შაჰინი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +6=5-3, (16:13)

ბრაუნშვაიგი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაიხელი, მ. კალიჯური, ჰოხშაიდტი - ვიზე, თესკერი, სასი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ნიურნბერგი-შალკე 21:30
დისკვალიფიკაცია: პოგატეცი (ნიურნბერგი)
ტრავმა: მარკოს ანტონიო, გებჰარტი, შტარკი - აოგო, ჰიოვედესი, ანანი, დრაქსლერი, ჰიოგერი, ჰუნტელაარი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 თამაში: +15=13-24, (54:75)

22 დეკემბერი
გლადბახი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო დომინგესი - პოლაკი, ტრეში, ვიეირინია
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +8=3-15, (31:45)

ბომბარდირები: 11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 10 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 9 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი); 8 - მაქს კრუზე (გლადბახი), რაფაელი (გლადბახი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული