ყველაფერი მართლაც ასე მოხდა - "ჰერტამ" 2:1 მოიგო, ხოლო ლევანმა 90 წუთი ითამაშა!
"ჰერტა" 28 ქულით მე-6 ადგილზეა, იურგენ კლოპის "დორტმუნს" 32 ქულა დარჩა და მესამე ადგილზეა, თუმცა ამდენივე ქულის მქონე "გლადბახს" ჯერ არ უთამაშია.
მე-7 წუთზე სებასტიან კელის პასით მარკო როისმა ანგარიში გახსნა, მან კარგად დაინახა წინ გამოვარდნილი მეკარე.
23-ე წუთზე "ჰერტას" საუკეთესო ბომბარდირმა ადრიან რამოსმა
45-ე წუთზე ტუნისელმა სამი ალაგუიმ გამარჯვების გოლი გაიტანა, რაც დორტმუნდელთა დაცვის უხეში შეცდომის შედეგია.
67-ე წუთზე მარცხენა საყრდენად მოთამაშე კობიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.
იურგენ კლოპი: "ის, რაც ძალიან კარგად დაიწყო, კოშმარულად დასრულდა. დღეისათვის, გუნდის სიტუაცია ზუსტად ასეთია. ჩვენ ძალიან გვესაჭიროება შესვენება, თუმცა პასუხისმგებლობას არ გავურბი, რაღაც რაღაცები აშკარად მოსაფიქრებელია. ჩემი გუნდის რეაქცია მეორე გაშვებულ ბურთზე იყო საოცრად უპასუხისმგებლო".