ხოსეპ გვარდიოლა: 5 ტიტული წელიწადში "ბაიერნისთვის" წარმოუდგენელი წარმატებაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გუნდის წარმატება შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ფინალში "რაჯა კასაბლანკა" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

"წელიწადში 5 ტიტულის მოგება წარმოუდგენელი წარმატებაა "ბაიერნისთვის". ძალიან მიხარია და ჩემი ფეხბურთელებით და გულშემატკივრებით ვამაყობ.

წინ ორკვირიანი დასავენება გველის, რის შემდეგაც დასახული მიზნებისთვის გავაგრძელებთ ბრძოლას.

ჩვენი მიღწევებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ.

ჩემმა ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ საუკეთესო ფეხბურთი უნდა ეჩვენებინათ, რომ ამ ტურნირში გაემარჯვათ.

პირველი 25 წუთი ბრწყინვალედ ვმოქმედებდით, თუმცა შემდეგ საჭირო პრესინგს ვერ მივმართეთ და
ცოტა მომენტი შევქმენით",
- თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია fcbayern.de-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული