ზე ედუარდო ვერდერში კარგად დაუკრავსო

AutoSharing Option

ბრემენის „ვერდერი“ ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინოდ გავარდა, რითაც უეფასგან დიდი შემოსავლები დაკარგა. ბრემენული კლუბი ბუნდესლიგაშიც ძალიან ცუდად გამოიყურება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიზისშია. საქმეს უკვე ისეთი პირი უჩანს, რომ სეზონის ბოლოს „მუსიკოსები“ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსაც დაკარგავენ. მაგალითად, პორტუგალიელ თავდამსხმელ უგო ალმეიდას სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და დღევანდელი გადასახედიდან მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება გამორიცხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში ალმეიდა „ვერდერს“ უფასოდ დატოვებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვერდერიდან“ აბარგებაზე სერიოზულად ფიქრობენ დაცვის ბურჯი პერ მერტეზაკერი, მეკარე ტიმ ვიზე და ნახევარმცველი მარკო

მარინიც.

„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ, რის გამოც სასწრაფოდ უნდა ავმოქმედდეთ. თუკი წელს რომელიმე ევროტურნირის საგზურს ვერ მოვიპოვებთ, წამყვანი ფეხბურთელების გაშვება და სახელფასო ფონდის შემცირება მოგვიწევს,“ - ეს სიტყვები ბრემენული კლუბის სპორტულ დირექტორს, კლაუს ალოფსს ეკუთვნის.

„ბილდის“ ინფორმაციით, „ვერდერი“ ზამთარშივე აპირებს შემადგენლობის გადახალისებას. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იუწყებიან, „მუსიკოსებს“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, ჟოზე ედუარდო ბიშოფე დე ალმეიდას შეძენა სურთ - ეს არის 23 წლის თავდამსხმელი, რომელსაც შემოკლებით ზე ედუარდოს ეძახიან. ახალგაზრდა გოლეადორი „სანტოსის“ ღირსებას იცავს (50 თამაში, 18 გოლი) და „ბილდის“ ცნობით, ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელები მის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვენ. გაირკვა, რომ 15 დეკემბერს ზე ედუარდოს აგენტი ბრემენში ჩავა და „ვერდერის“ ბოსებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

გოტფრიდ ლენცი

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული