"ჩელსიმ" და "იუნაიტედმა" რიკარდო როდრიგესი მოინდომეს

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" მარცხენა მცველი რიკარდო როდრიგესი შესანიშნავ სეზონს ატარებს, რაც ინგლისურმა გრანდებმაც შეამჩნიეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, როდრიგესით "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდნენ.

ცნობილია, რომ "ჩელსიც" და "იუნაიტედიც" ახალ მარცხენა მცველებს ეძებენ. ლონდონელთა თავკაც ჟოზე მოურინიოს ამ პოზიციის გაძლიერება იმის გამო მიაჩნია აუცილებლად, რომ ეშლი კოული ბერდება და თანაც, მას ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება. ასეთივე მდგომარეობაა მანჩესტერშიც, სადაც დევიდ მოიესმა პატრის ევრას ალტერნატივა უნდა იპოვოს.

როგორც ირკვევა, სწორედ ამიტომ დაადგეს მოურინიომ და მოიესმა თვალი შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელს, რომელიც ბუნდესლიგაში ბრწყინავს. 21
წლის როდრიგესის მრჩეველმა ჯანლუკა დი დომენიკომ ინგლისურ პრესას განუცხადა, რომ მისი კლიენტი "ვოლფსბურგიდან" წასვლას მინიმუმ ზაფხულამდე არ გეგმავს.

"ტრანსფერი ზაფხულამდე თითქმის გამორიცხულია, რადგან "ვოლფსბურგს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უნდა და წამყვან ფეხბურთელს არ გაყიდის!
" - უთქვამს დი დომენიკოს. როდრიგესს "ვოლფსბურგთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე აქვს გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული