ხოსეპ გვარდიოლამ რობენს სიყვარული აუხსნა

AutoSharing Option
I‘m in love with Arjen! - ეს სიტყვები "ბაიერნის" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ ყატარში, რეკორდმაისტერის შეკრების პირველ პრესკონფერენციაზე სწორედ ინგლისურად თქვა და ვინც ამდენი ინგლისური არ იცის, სიამოვნებით ვუთარგმნით: "მე არიენი მიყვარს!" პეპი, რა თქმა უნდა, არიენ რობენს გულისხმობდა.

ზოგადად, რეკორდმაისტერის 42 წლის დამრიგებელს ეტყობოდა, რომ შესანიშნავ ხასიათზეა. პეპი რობენის მიმართ საქებარ სიტყვებს არც ადრე იშურებდა ხოლმე, ახლა კი სულაც სიყვარული აუხსნა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი გარემარბი ტრავმირებულია და ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

"იმედი მაქვს, რომ რობენი რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდება. არიენი
ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია მათ შორის, ვისთანაც მითამაშია ან მიმუშავია,
" - აღნიშნა გვარდიოლამ.

რობენის დარად, გამოჯანმრთელებას ესწრაფვის ბასტიან შვაინშტაიგერიც.

გვარდიოლა: "სეზონის განახლებამდე სამი კვირა დარჩა, რაც საკმარისი დროა. შვაინშტაიგერი თავს დღითიდღე უკეთ გრძნობს".

პრესკონფერენციაზე გვარდიოლას კომენტარის გაკეთება რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზეც სთხოვეს (როგორც იცით, პოლონელი გოლეადორი "ბაიერნში" ზაფხულში გადავა), მაგრამ პეპმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, რაც ასე განმარტა: "ლევანდოვსკის ტრანსფერზე საუბარი ჩემი მხრიდან კარგი საქციელი არ იქნება, რადგან პატივს ვცემ ჩემს გუნდს, თვითონ ლევანდოვსკის, დორტმუნდის "ბორუსიას" და მის მწვრთნელ იურგენ კლოპს. ლევანდოვსკიზე ზაფხულიდან ვისაუბროთ".

აქვე გეტყვით, რომ "ბაიერნის" ბანაკი ყატარში ლეგენდარულმა რაულმა მოინახულა, რომელიც ესპანეთის ნაკრებში სწორედ გვარდიოლას თანაგუნდელი გახლდათ. რაული ამჟამად "ალ სადში" თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული