თომას ჰიტცლშპერგერი: მე გეი ვარ!

AutoSharing Option
ჰომოსექსუალიზმი ფეხბურთში ტაბუდადებული თემაა, ან ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტაბუდადებული თემა იყო, რადგან ცნობილმა ფეხბურთელმა პირველად აღიარა, რომ გეია. ეს გახლავთ გერმანელი თომას ჰიტცლშპერგერი, რომელიც გერმანიის ნაკრებშიც თამაშობდა, "შტუტგარტში" 2007 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, დღეს კი 31 წლისაა და საფეხბურთო კარიერა უკვე დამთავრებული აქვს.

"საჯაროდ ვაცხადებ, რომ გეი ვარ და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჰომოსექსუალიზმი სპორტში ტაბუდადებული თემა აღარ იყოს"
, - უთხრა ჰიტცლშპერგერმა ჟურნალ "ცაითს".

თომასი არ მალავს, რომ სანამ ფეხბურთელი იყო (კარიერა ახლახან, 2013 წლის სექტემბერში დაასრულა), ამის
აღიარება ვერაფრით გაბედა და ეს მართლაც ძალიან თამამი გადაწყვეტილება ახლაღა მიიღო. "ცაითისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის იმასაც ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო წლებში მიხვდა, რომ ქალთან ცხოვრებას კაცთან ცხოვრება ურჩევნია.

თომას ჰიტცლშპერგერი მეგა-ვარსკვლავი არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ ცნობილი, პოპულარული და წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ. ბავშვობაში მიუნხენის "ბაიერნის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა, 2000 წელს კი ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგდა, სადაც ბირმინგემის "ასტონ ვილას" ფორმა მოირგო. საფეხბურთო ევროპამ თომასი სწორედ "ასტონ ვილადან" გაიცნო. ჰიტცლშპერგერი გერმანიის ნაკრებშიც ბირმინგემული კლუბიდან მოხვდა - ბუნდესგუნდში პირველი მატჩი მან 2004 წლის ოქტომბერში ჩაატარა.

"ასტონ ვილას" შემდეგ ჰიტცლშპერგერი "შტუტგარტის" კაპიტანი გახლდათ და 2007 წელს გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა - "ვერცხლის სინიც" სწორედ თომასმა აღმართა. მოგვიანებით თომასი რომის "ლაციოში" ასპარეზობდა, 2011 წელს კი პრემიერლიგაში დაბრუნდა და "ვესტ ჰემის" ფორმა მოირგო, საიდანაც "ვოლფსბურგში" გადაბარგდა. მისი ბოლო კლუბი კი ისევ ინგლისური, "ევერტონი" გახლდათ.

"ინგლისში, გერმანიასა და იტალიაში ფეხბურთელებისთვის ჰომოსექსუალიზმი აკრძალული თემაა. ყოველ შემთხვევაში, გასახდელებში ამაზე არავინ ლაპარაკობს
, - ამბობს ჰიტცლშპერგერი ხსენებულ ინტერვიუში, - მე ამის არასდროს მრცხვენოდა და თანაგუნდელებთან ბევრჯერ ვცადე ამის აღიარება, მაგრამ ვერასდროს გავბედე. წარმოიდგინეთ, რომ 20 ახალგაზრდა მამაკაცი მაგიდას უზის და ლუდს მიირთმევს - ასეთ დროს ხშირად ისმის დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარები ჰომოსექსუალიზმის შესახებ. რა გასაკვირია, რომ აღიარებას ვერავინ ბედავს".

ჰიტცლშპერგერი ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ ამ აღიარების შესახებ წინასწარ შეატყობინა გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს და მენეჯერ ოლივერ ბირჰოფს.

ნირსბახი: თომასი სამაგალითო პროფესიონალი იყო და მის აღიარებას პატივი უნდა ვცეთ
ჰიტცლშპერგერის სკანდალურ აღიარებაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა.

აი, რა თქვა გერმანული ფეხბურთის მთავარმა მესაჭემ: "თომასი აქტიური სპორტული კარიერის დროს გერმანიის ნაკრების სამაგალითო ფეხბურთელი, ნამდვილი პროფესიონალი იყო და უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა. თამამად ვიტყვი, რომ ის ახლა უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან გაბედა და აღიარა ის, რაც აქამდე არავის უღიარებია. გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან ის სრულ მხარდაჭერას მიიღებს".

თომასის განცხადებას გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფიც გამოეხმაურა: "ამ დღემდე ჩვენ არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, რომ ჰიტცლშპერგერი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყო. ამის შესახებ მან მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ შეგვატყობინა. რაკი ახლა საჯაროდაც გამოაცხადა, გაგებას და პატივისცემას იმსახურებს. მივესალმები მის ასეთ ნაბიჯს და ვპირდები, რომ ჩვენგან ყველანაირ მხარდაჭერას მიიღებს".

კომენტარი გააკეთა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა და ჰიტცლშპერგერის ყოფილმა თანაგუნდელმა ლუკას პოდოლსკიმაც - პოლდიმ თომასის ნაბიჯს თამამი, სწორი და პატივსაცემი გადაწყვეტილება უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
უსახელო უგვარო, დიდი სიამოვნებით დაგეხმარები რაც შემიძლია. ***
amiran amiranian
13:37 10-01-2014
0
უსახელო უგვარო გითხრა შენი პრობლემა რა არის? შენ არ გაქვს სურვილი რომ არ იყო გეი! გსიამოვნებს გეი რომ ხარ! იმიტომ რომ მიგაჩნია ნორმალურად შენი ორიენტაცია! არადა ეს არ არის ნორმალური! თუ სურვილი გაქვს მართლა გულით გეუბნები დაგეხმარები რომ დაუბრუნდე ნორმალურ ცხოვრებას და განიკურნო მაგ საზიზღარი დაავადებისგან! იმიტომ რომ მე არ მეზიზღებით ცისფერები! მეცოდებით გულით! იმიტომ რომ ცხოვრების გზას ხართ აცდენილები! გამოთქვი სურვილი და დაგეხმარებით!
alan's psychedelic breakfast
12:51 10-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული