მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" "შალკეს" 16 ქულით (!) უსწრებს, კევინი თავის ძმას, ჟერომ ბოატენგს, რომელიც "ბაიერნის" მცველია, ჩემპიონობას ჯერ არ
"მერე რა, რომ მიუნხენელები მნიშვნელოვნად წინ არიან - მილოცვას ჯერ არ ვაპირებ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და გამორიცხული არაფერია. ხომ შეიძლება, რომ "ბაიერნს" წამყვანი ფეხბურთელები დაუშავდეს ან უბრალოდ, ჩავარდნა დაეწყოს?" - აცხადებს ბოატენგი, თუმცა იქვე დასძენს, რომ თუ რეკორდმაისტერს კრიზისი დაეწყება, ნამდვილად არ აქვს იმის იმედი, რომ ჩემპიონი "შალკე" გახდება: "ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი შეიძლება მხოლოდ მესამე ან მეოთხე ადგილი იყოს".
"შალკემ" სემი დაიბევა!
სამაგიეროდ, გელზენკირხენელებს გაისად ექნებათ ამბიციური მიზნები. სწორედ ამას მოწმობს "შალკეს" მორიგი ტრანსფერი, რომელიც 8 იანვარს დადასტურდა, განხორციელებით კი ზაფხულში განხორციელდება: მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "შალკე" ლევერკუზენის 25 წლის შემტევით, სიდნი სემით გაძლიერდება.
ამ უკანასკნელმა გელზენკირხენულ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2018 წლამდე აქვს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "შალკე" "ლევერკუზენს" 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის - სწორედ ეს თანხაა ჩაწერილი სემის ლევერკუზენულ ხელშეკრულებაში.
"ფარმაცევტები" სემის (7 გოლი და 5 პასი ამ სეზონში) შენარჩუნებას მაქსიმალურად ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. აღსანიშნავია, რომ მისი გადაბირება "ვოლფსბურგს" და ინგლისურ კლუბებსაც სურდათ.
აქვე გეტყვით, რომ "შალკეს" ახალწვეულის, "ბაიერნიდან" არენდით აყვანილი 23 წლის მცველის, იან კირხჰოფის ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა - კირხჰოფი რამდენიმე კვირა დაისვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"