23 წლის ჰოლანდიელ თავდამსხმელ ლუუკ დე იონგს, რომლის სანაცვლოდაც მიონხენგლადბახელებმა თავის დროზე 12 მილიონი ევრო გადაიხადეს, ძირითად შემადგენლობაში ერთხელაც არ უთამაშია, რის გამოც ძალიან გაბრაზებულია და სასწრაფოდ კლუბის გამოცვლა უნდა. როგორც ირკვევა, "გლადბახის" თავკაც ლუსიენ ფავრს დე იონგი აღარ სჭირდება.
"სამწუხაროდ, მწვრთნელი ისე იქცევა, რომ ვხვდები, საჭირო აღარ ვარ. ლუსიენ ფავრი არც კი მელაპარაკება! ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი პირველი წრე იყო, -
ჰოლანდიელი დარწმუნებულია, რომ ფავრი არც მეორე წრეში შეცვლის რამეს და "გლადბახის" დატოვება მყარად აქვს გადაწყვეტილი. ცნობილია, რომ მისი გადაბირება "ნიუკასლს" უნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"