კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ბაიერნი" ფინანსურად ერთადერთი მომგებიანი კლუბია ევროპაში

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანული კლუბის ფინანსურ მოდელზე ისაუბრა.

"ბუნდესლიგის ფინანსური მოდელი ძალიან კარგად მუშაობს. იმაზე მეტს არ ვხარჯავთ, რასაც გამოვიმუშავებთ.

ინგლისური პრემიერლიგა ნომერ პირველი რჩება მსოფლიოში, მაგრამ თუ ჩვენ მათი დაწევა არ შეგვიძლია ფინანსური თვალსაზრისით, ბუნდესლიგა მაინც რჩება ეკონომიკური ფეხბურთის შესანიშნავ მაგალითად.

ისეთ კლუბს, როგორიცაა პსჟ, სახელფასო ბიუჯეტი 300 მილიონი ევრო აქვს, ამას დამატებული გადასახადები. ასეთი ხარჯების დაფარვა შეუძლებელია.

"ბაიერნი" კი ერთადერთი ფინანსურად მომგებიანი კლუბია ევროპულ TOP-10-ში",
- თქვა რუმენიგემ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული