ალმეიდა: მადრიდში ფეხით ჩავალ!

AutoSharing Option

„რეალი“ „ვერდერის“ პორტუგალიელი თავდამსხმელით, უგო ალმეიდათი რომ არის დაინტერესებული, მკითხველი ამის შესახებ ინფორმირებულია. ახალი ის არის, რომ ფორვარდი ესპანელ ჟურნალისტებს „რეალის“ სიყვარულში გამოუტყდა.
„რეალში“ თუ დამიძახებენ, ისე გამიხარდება, რომ მზად ვარ, მადრიდში ფეხით ჩავიდე, - განუცხადა ალმეიდამ „ასს“, მაგრამ იქვე დასძინა, - თუ „რეალიდან“ ჩემთვის ჯერ არავის დაურეკავს და თანაც, მომავლის შესახებ არც „ვერდერის“ ხელმძღვანელებთან მისაუბრია. რამდენიმე ვარიანტი კი უკვე მაქვს, ინგლისში და თურქეთშიც მეპატიჟებიან. ფაქტი ისაა, რომ „ვერდერთან“ კონტრაქტი მეწურება.“
თუ ტრანსფერი განხორციელდა, უგო ალმეიდა „რეალში“ თავის ძველ თუ

ამჟამინდელ მეგობრებს შეხვდება. „მესუთ იოზილი ჩემი ყოფილი თანაგუნდელია, კარგად ვიცნობ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსაც. ძალიან კარგი, ახლო-მეგორბული ურთიერთობა მაქვს პეპესთან, რიკარდო კარვალიოსთან და კრისტიანო რონალდოსთან,“ - ამბობს ალმეიდა.
გოტფრიდ ლენცი

 

კრიშიტო უარზეა
ამას წინათ ვწერდით, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ „ჯენოასა“ და იტალიის ნაკრების მარცხენა მცველით, დომენიკო კრიშიტოთი იყო დაინტერესებული და რომ მიუნხენური კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი იტალიაში ამ ფეხბურთელის თამაშის სანახავად იყო ჩასული. 23 წლის იტალიელი მცველის თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს. ასი პროცენტით „ჯენოაში“ ვრჩებიო, განუცხადა კრიშიტომ „ტუტომერკატოს“.
გოტფრიდ ლენცი

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული