დღევანდელი გადასახედიდან ეს მისია შეუსრულებელი ჩანს, მაგრამ თავად სლომკა საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი:
"ჰამბურგს" აქვს ძლიერი მხარეები და ჩვენ სწორედ ამ რესურსის გამოყენება უნდა ვცადოთ. "ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას არ იმსახურებს და მე მჯერა, რომ "ჰამბურგზე" გაისადაც ვიტყვით, ერთადერთი გუნდია, რომელიც ელიტიდან არასდროს გავარდნილაო. მეორე ბუნდესლიგაზე საერთოდ არ ვფიქრობ,
მირკო სლომკას დებიუტი ბუნდესლიგის მომდევნო ტურში შედგება: შაბათს "ჰამბურგი" დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს. აქვე გეტყვით, რომ "ჰამბურგის" ლიდერი რაფაელ ვან დერ ვაარტი "ბრაუნშვაიგთან" დაშავდა და როგორც გაირკვა, მინიმუმ სამი კვირა დაისვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოლანდიელი გამთამაშებელი "დორტმუნდთან", "ვერდერთან" და "აინტრახტთან" მატჩებს გამოტოვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"