გერმანელებს ჩახლართული სტატისტიკები ძალიან უყვართ და ცხრილი, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით, ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. რაკი დორტმუნდის „ბორუსია“ სატურნირო ცხრილს ისეთი უპირატესობით ლიდერობს, რომ პირველი წრის მიწურულს ინტრიგაზე საუბარი ზედმეტია, ჩვენმა გერმანელმა, კერძოდ, ბილდელმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მოყვარულთათვის მეტად საინტერესო ცხრილი, რომელიც გიჩვენებთ, თუ რამდენი ზუსტი დარტყმა სჭირდებოდა განვლილ 16 ტურში თითოეულ გერმანულ კლუბს ბუნდესლიგაში იმისათვის, რომ გოლი გაეტანა.
„ბილდმა“ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი საკმაოდ მარტივად შეადგინა: კარში ზუსტი დარტყმების რაოდენობა გაყოფილი გოლების რაოდენობაზე (მეტოქის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლები,
საინტერესო ის არის, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ ამ მხრივ მე-15 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერს ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური თავდამსხმელები და საერთოდ დამრტყმელები ჰყავს. პირველ ადგილზე კი აქაც დორტმუნდის „ბორუსიაა“: იურგენ კლოპის ბიჭების ანგარიშზე ყველაზე მეტი დარტყმა, ყველაზე მეტი გოლი და საუკეთესო კვოტაა. დაახლოებით ყოველი 7 დარტყმის მერე დორტმუნდელებს გოლი გააქვთ.
აი ცხრილიც:
დარტყმა გოლი კვოტა
1. ბორუსია (დ) 275 37** 7.43
2. ლევერკუზენი 246 33 7.45
3. ვოლფსბურგი 165 22 7.50
4. ჰანოვერი 175 23* 7.61
5. მაინცი 198 25* 7.92
6. ჰოფენჰაიმი 230 29* 7.93
7. აინტრახტი 193 23 8.39
8. შტუტგარტი 247 29 8.52
9. შალკე 194 22 8.82
10. ჰამბურგი 214 24* 8.92
11. კაიზერსლაუტერნი 230 25 9.20
12. ფრაიბურგი 200 21** 9.52
13. ბორუსია (მ) 229 24* 9.54
14. ვერდერი 217 21* 10.33
15. ბაიერნი 259 25* 10.36
16. კიოლნი 194 18 10.78
17. ნიურნბერგი 211 19 11.1
18. ზტ. პაული 211 13 16.23
* მეტოქის მიერ საკუთარ კარში გატანილი ერთი გოლი არ ითვლება
** მეტოქის მიერ საკუთარ კარში გატანილი ორი გოლი არ ითვლება
გოტფრიდ ლენცი