წლის ჟესტი შვაინისაა!

AutoSharing Option

წლის ბოლოს გერმანიის საფეხბურთო კავშირი ფეარ პლეის ჯილდოს ახალ კავალერს გამოუძებნის, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი გამარჯვებული უკვე გამოავლინეს - ბასტიან შვაინშტაიგერი!

გერმანიის თასის მერვედფინალურ მატჩში (შტუტგარტი-ბაიერნი 3:6), რომელიც ოთხშაბათს გაიმართა, შვაბების მცველი ხალიდ ბულარუზი შვაინშტაიგერს ფეხებში ჩაუვარდა. მთავარმა მსაჯმა ფლორიან მაიერმა „შტუტგარტის“ ჰოლანდიელ მცველს მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა და შესაბამისად, მოედნიდან გააძევა. იმ დროს, როცა მიუნხენური კლუბის სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელები ბულარუზის გაძევებას მოითხოვდნენ, შვაინშტაიგერი მსაჯთან მივიდა და ეუბნებოდა, ბულარუზი მეორე ყვითელ ბარათს არ იმსახურებს, ნუ გააგდებო.

„ცხადია, ეს ჯარიმა იყო,

მაგრამ ბულარუზი მეორე ყვითელ ბარათს ნამდვილად არ იმსახურებდა. შესაბამისად, გული დამწყდა, მსაჯმა ჰოლანდიელს წითელი ბარათი რომ უჩვენა,“ - აცხადებს შვაინშტაიგერი.

„ბასტიან შვაინშტაიგერი სამაგალითოდ მოიქცა. სწორედ ასე უნდა იქცეოდეს გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი. მას ხალიდ ბულარუზი შეეცოდა და მსაჯს ეუბნებოდა, წითელი ბარათი გადაჭარბებულიაო. შვაინშტაიგერის საქციელი ყველასათვის სამაგალითო უნდა იყოს. მე მისით ვამაყობ და ვფიქრობ, რომ შვაინშტაიგერით მთელმა გერმანიამ უნდა იამაყოს,“ - ეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის, თეო ცვანციგერის სიტყვებია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული