ხოსეპ გვარდიოლა ამერიკაში მიიწვიეს

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაცია "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელისთვის, პეპ გვარდიოლასთვის ამერიკის ნაკრების დამრიგებლის პოსტის შეთავაზებას აპირებს.

წყაროს თანახმად, ფედერაციის გეგმა ასეთია - ესპანელმა სპეციალისტმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე უნდა უხელმძღვანელოს აშშ-ის ნაკრებს. ძალიან მალე ამერიკული მხარე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს გვარდიოლასთან, რათა გაიგოს მისი აზრი ამ იდეასთან დაკავშირებით. ამერიკელებს სურთ იცოდნენ - შეეძლება თუ არა პეპს მათ განკარგულებაში იყოს იმ პერიოდში, როცა 2022 წლის მუნდიალი მოახლოვდება. ამ მომენტისთვის გვარდიოლა არ განიხილავს მრავალწლიან კონტრაქტებს სხვა კლუბებთან ან ეროვნულ ფედერაციებთან.

აღვნიშნავთ, რომ გვარდიოლას
მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში. აშშ-ის ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელს, იურგენ კლინსმანს კი ამერიკის ფედერაციასთან 2018 წლის ზაფხულამდე აქვს ხელშეკრულება.

როგორც ამერიკულ პრესაში ვარაუდობენ, გვარდიოლა დათანხმდება ამ საინტერესო წინადადებას, რადგან მას მოსწონს აშშ-ში ცხოვრება. ცნობილია, რომ "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ პეპმა ოჯახი ნიუ იორკში გადაიყვანა საცხოვრებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული