"გვარდიოლა ფეხბურთით არის ავად. მას შეუძლია ღამის სამ საათზე დაგირეკოს და ტაქტიკაზე დაიწყოს ლაპარაკი.
მის ხელში "ბაიერნი" უფრო მოქნილი გახდა.
ჩვენ გვაქვს თამაშის სხვადასხვა სისტემა, რომელიც შეგვიძლია ერთი მატჩის დროს გამოვიყენოთ - სიტუაციიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. მან გუნდი უფრო არაპროგნოზირებადი გახადა", - ამბობს რობენი.
მოგეხსენებათ, რობენი მოხვდა 23 ფეხბურთელის სიაში, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ "ოქროს ბურთის" მიღებაზე. თუმცა გამოცდილი ფეხბურთელი არ არის დარწმუნებული, რომ პრიზი სწორედ მას შეხვდება.
"სიმართლე
შაქირის იანვარში წასვლა უნდა
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა სერდან შაქირიმ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება. შვეიცარიელ ფეხბურთელს კარგად ესმის, რომ გერმანიის ჩემპიონის რიგებში დიდი კონკურენციაა, მას კი მეტი სათამაშო დრო სჭირდება.
"ზაფხულში მინდოდა "ბავარიის" დატოვება, მაგრამ კლუბმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ამას უნდა შევეგუო. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვგრძნობდი, რომ ჩემთვის რაღაც ახლის მოსინჯვაა საჭირო. ზამთარში ისევ განვიხილავ ამ საკითხს კლუბის ხელმძღვანელობასთან", - ამბობს შაქირი ინტერნეტგამოცემა Blick-თან კომენტარში.
ამ განცხადების პარალელურად, იტალიურმა Tuttosport-მა დაწერა, რომ შაქირის მიმართ ინტერესს გამოთქვამს ტურინის "იუვენტუსი". წყაროს ცნობით, "ბებერი სინიორა" შვეიცარიელის შეძენას სწორედ ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას ეცდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"