მიულერმა ესპანეთთან შეხვედრა 23-ე წუთზე დატოვა, როცა სერხიო რამოსთან შეჯახებისას ბარძაყის დაზიანება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ იმავე დღეს "ბაიერნის" ვარჯიშზე ტრავმა მიიღო კაპიტანმა ფილიპ ლამმა და ის მე-11 ფეხბურთელი გახდა გერმანიის ჩემპიონის ლაზარეთში.
"იმედია, დაზიანება სერიოზული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ შეჯახების შემდეგ სისხლი მომდიოდა", - განაცხადა მიულერმა.
"ვფიქრობ, ორ-სამ
აქვე იმის შესახებ, რომ ფიფას "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში უზბეკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირჯალოლ კასიმოვმა პირველ ადგილზე სწორედ მიულერი დააყენა, მეორეზე - არიენ რობენი და მესამეზე - ლიონელ მესი.
* * *
თუმცა გუშინ "ბაიერნის" გულშემატკივრებმა კარგი ამბავიც შეიტყვეს - გუნდის პირველმა მეკარემ მანუელ ნოიერმა ვარჯიში განაახლა. როგორც იცით, მან მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა ესპანეთთან ამხანაგური მატჩი.
ასე რომ, ნოიერი შეძლებს 22 ნოემბერს "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ თამაშს.
ზამერი: 2018 წლამდე ბაიერნში
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან. 47 წლის ფუნქციონერის ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში, - იტყობინება მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ზამერი ორი წელია "ბავარიას" სპორტული დირექტორია. მანამდე მას ანალოგიური თანამდებობა ეკავა გერმანიის საფეხბურთო კავშირში.
"მადლობელი ვარ კლუბის დირექტორთა საბჭოსი ამ ნდობისთვის. პირობას ვიძლევი, რომ ძველებური მონდომებით ვიმუშავებ. ჩვენ წინაშე დიდი მიზნებია და მინდა მათ მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო", - განაცხადა ზამერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"