ერთი კვირის განმავლობაში გერმანულ პრესაში ბევრს მსჯელობდნენ "პადერბორნის" ფეხბურთელის, მარვინ ბაკალორცის უხეშობაზე, რის გამოც გერმანიის ნაკრების მოთამაშე პირველი წრის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან. თავად დაზარალებულ როისს გუშინდელ დღემდე კომენტარი არ გაუკეთებია მომხდარის შესახებ.
"მარვინმა ბოდიში მოიხადა. დარწმუნებული ვარ, მას ეს შეგნებულად არ გაუკეთებია. თავადაც შეძრწუნებული იყო, როცა ეპიზოდის ჩანაწერი იხილა. ამით ეს თემა ჩემთვის ამოწურულია", - განაცხადა როისმა.
"მარკოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა ჩემს შეტყობინებაზე, რომელშიც ბოდიში
დორტმუნდელთა ლიდერისთვის ეს მეოთხე ტრავმა იყო 2014 წელს. ყველაფერი დაიწყო იმ დაზიანებიდან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სომხეთთან მატჩში მიიღო.
"ეს წელი ნამდვილად არ ყოფილა საუკეთესო ჩემს კარიერაში, მაგრამ ვერაფერს გამოასწორებ, თუ მხოლოდ უკან ყურებას დაიწყებ და ბედის გამო იწუწუნებ. ის ადამიანი ვარ, ვინც მხოლოდ წინ იყურება და ყოველთვის უკეთესზე ფიქრობს. 2015 წელს ისევ მწყობრში ვიქნები. მინდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე მოედანზე, რათა დავეხმარო გუნდს ახალ წარმატებებში", - ამბობს როისი.
* * *
ამასობაში, "ბორუსიას" კაპიტანმა სებასტიან კელმა მოუწოდა როისს - რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მომავალი კარიერის შესახებ. დორტმუნდელთა კაპიტანს მიაჩნია, რომ ამ საკითხში გაურკვევლობა გუნდზე ნეგატიურად მოქმედებს."მარკომ იცის, რომ ადრე თუ გვიან უნდა ჩამოყალიბდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და ღიად ილაპარაკოს თავის მომავალზე", - ამბობს კელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"