ბუნდესლიგა. XIV ტური: რიბერის მე-100 გოლმა "ბაიერნს" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ბაიერნი-ლევერკუზენი 1:0

6 დეკემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის 6 თამაში გაიმართა.

ტურის ცენტრალურ მატჩში "ბაიერნმა" "ლევერკუზენს" უმასპინძლა 1:0 მოუგო. პირველ ტაიმში ქარიმ ბელარაბის მეკარესთან პირისპირ გასვლას გოლი არ მოყვა, რადგან მასპინძელთა მცველმა კარის ხაზზე იყოჩაღა.

51-ე წუთზე კუთხურის გათამაშებას გამარჯვების გოლი ფრანგმა ფრანკ რიბერიმ გაიტანა. "ბაიერნი" პირველ ადგილზეა და უახლოეს კონკურენტს 7 ქულით უსწრებს.

ეს რიბერის მე-100 საიუბილეო გოლია "ბაიერნის" შემადგენლობაში. საამისოდ მას 287 მატჩის ჩატარება მოუწია 2007 წლიდან. ის "ბაიერნში" "მარსელიდან" გადავიდა.

მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" 3:2 დაამარცხა ბერლინის "ჰერტა",
ხოლო "შალკემ" სტუმრად 4:0 გაანადგურა "შტუტგარტი". სტუმართა რიგებში ჰეთ თრიკი შეასრულა ერიკ ჩუპო-მოტინგმა.

მეორე ადგილზე ისევ "ვოლფსბურგია", რომელმაც სტუმრად 3:1 დაამარცხა "ჰანოვერი".

5 დეკემბერი

ბორუსია (დ) - ჰოფენჰაიმი 1:0
გოლი: 1:0 ილკაი გუნდოგანი (17)

6 დეკემბერი
გლადბახი-ჰერტა 3:2
გოლები: 1:0 იანტჩკე (9), 1:1 შიბერი (45), 2:1 რაფაელი (53), 3:1 აზარი (83), 3:2 კალუ (92-პენ)

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 1:3
გოლები: 0:1 დე ბრუინი (4), 1:1 ხოსელუ (45), 1:2 დოსტი (69), 1:3 არნოლდი (85)

კიოლნი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 უჯა (13), 1:1 ჯურჯიჩი (53), 1:2 ესვაინი (90)

პადერბორნი-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 0:1 დარიდა (18-პენ), 1:1 კაჩუნგა (89)

შტუტგარტი-შალკე 0:4
გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (1), 0:2 მაიერი (10), 0:3 ჩუპო-მოტინგი (21), 0:4 ჩუპო-მოტინგი (61)

ბაიერნი-ლევერკუზენი 1:0
გოლი: 1:0 რიბერი (51)

1. ბაიერნი - 36 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 29; 3. აუგსბურგი - 24; 4. ლევერკუზენი - 23; 5. შალკე - 23.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული