ტიაგო ალკანტარა სამ თვეში დაბრუნდება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა, რომელიც მუხლის მყესების გაწყვეტის გამო დიდი ხნით გამოეთიშა აქტიურ ფეხბურთს, სამი თვის შემდეგ სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს.

მიუნხენური კლუბის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მოთამაშის რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია.

"ჩვენ ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ, - მოჰყავს რუმენიგეს სიტყვები სააგენტო AP-ს. - ის მწყობრში უნდა დაბრუნდეს თებერვალში ან მარტში. რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული