მიუნხენის "ბაიერნი" 18 დღეს დაისვენებს

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის ლიდერმა მიუნხენის "ბაიერნმა" ზამთრის არდადეგებისას თავისი განრიგი გამოაქვეყნა.

"მაინცთან" პირველი წრის ბოლო ტურის შემდეგ ფეხბურთელები არდადეგებზე წავიდნენ. ისინი 18 დღეს დაჰყოფენ შვებულებაში, რის შემდეგაც დაიწყება მზადება სეზონის მეორე ნაწილისთვის.

7 იანვარს "ბაიერნის" ფეხბურთელები პირველ ვარჯიშს ჩაატარებენ, ექვსი დღის შემდეგ კი ყატარში ამხანაგურ მატჩს გამართავენ ყატარის ვარსკვლავების ნაკრებთან. 17 იანვარს არის დაგეგმილი საკონტროლო შეხვედრა საუდის არაბეთის ნაკრებთან, 23 იანვარს - ამხანაგური მატჩი "ბოხუმთან".

ახალ წელს პირველ ოფიციალურ მატჩს "ბაიერნი" 30 იანვარს გამართავს სტუმრად "ვოლფსბურგთან".

* * *
ბუნდესლიგის პირველი
ტურის დასრულების შემდეგ ბავარიელთა ერთ-ერთმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გამოაცხადა, რომ გუნდი არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას ახალი ფეხბურთელების შეძენას.

"იანვარში არ ვიაქტიურებთ სატრანსფერო ბაზარზე, არ ვაპირებთ ახალი ფეხბურთელების შეძენას. რაც შეეხება მოთამაშეების გაშვებას, ამ კითხვაზე პასუხს დრო გასცემს", - ამბობს რუმენიგე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული