წყაროს ცნობით, "ბაიერნის" წარმომადგენლები ესპანელ სპეციალისტთან ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას იანვარში აპირებენ. გვარდიოლას გერმანულ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს უმთავრდება.
სხვათა შორის, "ბაიერნის" ერთ-ერთ შეფს, კარლ-ჰაინც რუმენიგესა და კლუბის სპორტულ დირექტორს, მათიას ზამერს უწინ არაერთგზის უთქვამთ, რომ ძალიან კმაყოფილები არიან გვარდიოლას მუშაობით.