გლადბახმა შტრანცლი იყიდა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის აუტსაიდერმა მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" (მე-18 ადგილი პირველ წრეში) ორი გამოცდილი მცველი გადაიბირა: ავსტრიელი უკანახაზელი მარტინ შტრანცლი (მოსკოვის "სპარტაკიდან") და ნორვეგიელი ჰავარდ ნორდტვეიტი (ლონდონის "არსენალიდან"). "გლადბახმა" 30 წლის შტრანცლში "სპარტაკს" 800 000 ევრო გადაუხადა, ექს-ნიურნბერგელი ნორდტვეიტის სანაცვლოდ კი - 900 000 ევრო.

სავსებით ლოგიკურია ის ფაქტი, რომ მიონხენგადლახელებმა გუნდის გაძლიერება დაცვიდან დაიწყეს, რადგან "ბორუსიამ" ბუნდესლიგის პირველ წრეში 17 მატჩში 47 გოლი გაუშვა.




.


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული