იმისათვის, რათა მშვიდად ჩაეტარებინათ შეკრება, გერმანული საფეხბურთო კლუბის, "დუისბურგის" ფეხბურთელებს სასტუმროს ნაადრევად დატოვება მოუხდათ. ფეხბურთელები 400 რუს მოდელს გაერიდნენ.
გერმანიის რანგით მესამე დივიზიონში მოთამაშე გუნდი თურქეთში, სასტუმრო Antalya Lara-ში იყო დაბინავებული. კლუბის მესვეურებმა შეიტყვეს, რომ იმავე სასტუმროში რუსეთის სილამაზის კონკურსის გამართვა იგეგმებოდა და უმალ მისი დატოვება გადაწყვიტეს.
"იმ სასტუმროში, სადაც ზამთრის შეკრებისთვის ნომრები წინასწარ დავჯაშნეთ, თურმე სილამაზის კონკურსი უნდა ჩატარდეს 400 რუსი მოდელის მონაწილეობით.
"დუისბურგი" ადგილსამყოფელს შეიცვლის, რადგან ჩვენ სეზონის განახლებისთვის მომზადება მშვიდ გარემოში გვსურს", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე.
14:56 02-01-2015
400-მა რუსმა მოდელმა გერმანულ საფეხბურთო კლუბს თურქეთში შეკრება "ჩაუშხამა"
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამათზე ძვირფასი რომელი სიგელია ნეტა მანახა.
0
0
მაინც რომელი მოგეწონათ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული