"შტუტგარტის" ფეხბურთელებმა პორტუგალიაში ერთმანეთში იჩხუბეს

AutoSharing Option
პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფი "შტუტგარტის" ფორვარდებმა - ვედად იბიშევიჩმა და მარტინ ჰარნიკმა ორმხრივი შეხვედრის დროს ხელჩართული ჩხუბი გამართეს.

საწვრთნელ მატჩში ბევრი იყო ხისტი ორთაბრძოლა და ერთ-ერთ ეპიზოდში იბიშევიჩს არ მოეწონა ჰარნიკის მოქმედება. ფეხბურთელების გაშველება მხოლოდ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰუუბ სტევენსმა შეძლო.

ავსტრიელი ჰარნიკი 14 მატჩში ხუთი გოლით "შტუტგარტის" საუკეთესო ბომბარდირი იყო პირველ წრეში, ბოსნიელმა იბიშევიჩმა კი ტრავმების გამო მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა და ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა.

"შტუტგარტმა" პირველი წრე მე-15 ადგილზე დაასრულა და ბოლო ადგილზე მყოფ "ფრაიბურგს" მხოლოდ ორი
ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული