- საწვრთნელ შეკრებაზე: "ძალიან კმაყოფილი ვარ ყატარელთა მიერ შემოთავაზებული პირობებით; იმით, თუ როგორ ჩატარდა ვარჯიშები, როგორ მოქმედებდნენ მოთამაშეები. ჩვენ კიდევ ბევრ ასპექტში გვაქვს სამუშაო. მიუნხენში კიდევ ორი კვირა გვექნება მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად".
- ჰოლგერ ბადშტუბერზე: "მსოფლიო ფეხბურთში ბევრი მცველი არ არის ისეთი თვისებებით, როგორიც ჰოლგერ ბადშტუბერს გააჩნია, მაგრამ ის დიდი ხანი მკურნალობდა მუხლის ტრავმას. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ მას და ვეცადოთ, გავაკეთოთ ისე, რომ
- დავიდ ალაბაზე: "ხვალ რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყოს, ის აუცილებლად გავიდოდა მინდორზე. ჩვენ ყოველდღე ვუსვამთ კითხვას - როგორ გრძნობს თავს. ის ყოველთვის პასუხობს: "შესანიშნავად". მასთან ერთად ძლიერები ვხდებით. დავიდი ძალიან უნივერსალური მოთამაშეა. უბრალოდ, დაუჯერებელია! თუ 10-ბალიანი სისტემით შევაფასებთ, ის ყოველთვის იღებს რვიანს ან ცხრიანს, ხანდახან კი ათიანს. ალაბა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა "ბაიერნში".
- ტრავმირებულ მეჰდი ბენატიაზე: "ძალიან ვწუხვარ. ზურგის დაზიანების გამო მან მხოლოდ ერთ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ უკვე უკეთესად გრძნობს თავს. წინ კიდევ ორი კვირა გვაქვს".
- ხავი მარტინესზე: "მას ჯერ კიდევ არ შეუძლია ბურთთან მუშაობა. ექიმებმა მითხრეს, რომ რეაბილიტაცია კარგი ტემპებით მიმდინარეობს. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედოვნებენ, რომ მარტინესი მალე დაგვიბრუნდება".
- ბასტიან შვაინშტაიგერზე: "ჩემი წინათგრძნობა მეუბნება, რომ სეზონის მეორე ნახევარში ის საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს".
- რობერტ ლევანდოვსკიზე: "ყოველ მატჩში აქვს სამი-ოთხი შანსი. ეს არის მთავარი. მე მას ვეუბნებოდი: "არანაირი ზეწოლა არ არის შენზე! გოლების გატანის უდიდესი შესაძლებლობები გაქვს".
- სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისზე: "პირველი ორი-სამი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თუ მოვიგებთ, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ საბოლოო მიზნისკენ".
- უძლიერეს კონკურენტზე მეორე წრეში: "ვოლფსბურგი" და "ლევერკუზენი". ახალი მწვრთნელით დიდი პროგრესი აქვს "შალკეს". კარგად თამაშობს მიონხენგლადბახის "ბორუსია". ადრე თუ გვიან, ჩვეულ დონეზე გავა დორტმუნდის "ბორუსია".
- ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე: "ესპანური კლუბები ძალიან ძლიერები არიან. ასევე სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალაა "ჩელსი". ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და ჩვენც გვინდა ამ ბრძოლაში მონაწილეობა".
- საკუთარ დაბადების დღეზე: "არ ვაპირებ ამასთან დაკავშირებით დიდი საღამოს მოწყობას. ამ დღეს მეგობრების წრეში გავატარებ. ერთადერთი, რაც მინდა საკუთარ თავს ვუსურვო - ჯანმრთელობაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"