რუმენიგეს კომენტარს წინ უძღვოდა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს გვარდიოლასა და კლუბის სპორტულ დირექტორს, მათიას ზამერს შორის კონფლიქტი მოხდა.
"გვარდიოლა წარმოუდგენლად ბევრს შრომობს. ის "გერმანელებზე უფრო გერმანელია", როდესაც საქმე სამუშაო ეთიკას ეხება.
როდესაც ფეხბურთელები შინ ბრუნდებიან და განტვირთვის სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ, ამ დროს გვარდიოლა ჯერ
"ბაიერნის" ერთ-ერთი შეფი, ასევე, შეეხო კლუბში გვარდიოლას მომავალს, რომელსაც ცოტა ხნის წინ მშობლიურ "ბარსელონას" უკავშირებდნენ.
"მომავალ სეზონში გვარდიოლა კვლავ ჩვენი მწვრთნელი იქნება. ჩვენ გვჯერა ერთმანეთის. ვიმედოვნებ, პეპი "ბაიერნში" კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება", - დასძინა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა "ბაიერნს" 2013 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში და კლუბს ორი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
მომზადებულია Kicker-ის მიხედვით